გადაცემაში „გული მღერის“ გამოჩნდა მომღერალი ეკა კვალიაშვილი, რომელმაც შეასრულა ერთ-ერთი ჰიტი საკუთარი რეპერტუარიდან.
„ფერისცვალება“ იმით გამოირჩევა, რომ მასში მარო თარხნიშვილის ხმა ჟღერს.
ეს კომპოზიცია თავად ეკა კვალიაშვილმა წლების წინ შექმნა. მან ახალი სიცოცხლე შეიძინა მცირე ხნის წინ, როდესაც „საქართველოს ხმის“ მონაწილეებმა, მარიამ გუჯეჯიანმა და სოფო ამირეჯიბმა ახლებური ვერსიით შეასრულეს.
ეკა კვალიაშვილის შესრულებას მაყურებელი ხოტბას ასხამს: „არაჩვეულებრივია“, წერენ კომენტარებში.
