LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის დიეტის სამი ვარიანტი

8551

ყავის დიეტა ყველაზე მეტად ამ სასმელის მოყვარულებს მოეწონებათ, რადგან სიამოვნების მიღებასთან ერთად წონის დაკლებასაც შეძლებენ. გარდა ამისა, ყავა იმ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ რეაქციის სისწრაფეზე, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და დეპრესიის პროფილაქტიკის ერთგვარ საშუალებას წარმოადგენს. დიეტის დროს მხოლოდ ნატურალური ახალმოდუღებული ყავის მირთმევაა რეკომენდირებული, გარადა მაისა, საჭიროა დიდი რაოდენობით ჩვეულებრივი (გაზის გარეშე) წყლის დალევა.

დიეტის შეზღუდვები

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყავა მაღლა წევს წნევას და იწვევს შეჩვევას. ყავის დიეტისგან თავი უნდა შეიკავონ მათაც, ვისაც კუჭთან, თირკმელებთან ან ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ზედმეტი არ იქნება თუ დიეტის დაწყებამდე კონსულტაცის ექიმთან გაივლით. კბილების გამუქების თავიდან ასაცილებლად კი, გაიხეხეთ ყავის ყოველი მირთმევის შემდეგ.

ყავის დიეტა

kofejnaya-dieta-dlya-pohydeniya

ყავის შვიდდღიანი დიეტის შემდეგ, აუცილებლად დაიკლებთ შვიდ კილოგრამს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაციონიდან სრულად ამოიღებთ მარილს, შაქარს და ალკოჰოლს.

პირველი დღე

საუზმე – 1 ჭიქა ყავა. სადილი – 1 ჭიქა ყავა, 2 მოხარშული კვერცხი, პომიდვრისა და კომბოსტოს სალათი. ვახშამი – 200 გრამი მოხარშული თევზი, კომბოსტოს და მწვანილის სალათი.

მეორე დღე

საუზმე – 1 ჭიქა ყავა და ტოსტი. სადილი – 1 ჭიქა ყავა, 200 გრამი გრილზე მომზადებული თევზი, კომბოსტოსა და მწვანილის სალათი. ვახშამი – 1 ჭიქა კეფირი, მოხარშული უცხიმო საქონლის ან ღორის ხორცი.

მესამე დღე

საუზმე – 1 ჭიქა ყავა. სადილი – 1 ჭიქა ყავა, მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული და გახეხილი სტაფილო. ვახშამი – 2 მწვანე ვაშლი.

მეოთხე დღე

საუზმე – 1 ჭიქა ყავა. სადილი – 1 ჭიქა ყავა, მოხარშული ბოსტნეული (კარტოფილის გარდა), 2 ცალი ვაშლი. ვახშამი – 200 გრამი მოხარშული საქონლის ან ღორის ხორცი, კომბოსტოს სალათი.

მეხუთე დღე

საუზმე – 1 ჭიქა ყავა, მოხარშული და გახეხილი სტაფილო ცოტა ზეთით, 2 მწვანე ვაშლი. სადილი – 400 გრამი თევზი, 200 გრამი ტომატის წვენი. ვახშამი – 200 გრამი მოხარშული თევზი, კომბოსტოს სალათი.

მეექვსე დღე

საუზმე – 1 ჭიქა ყავა. სადილი – 1 ჭიქა ყავა, 200 გრამი ქათმის ფილე, სტაფილოს და კომბოსტოს სალათი. ვახშამი – 2 ცალი მოხარშული კვერცხი, სტაფილოს სალათი.

მეშვიდე დღე

საუზმე – 1 ჭიქა ყავა. სადილი – 1 ჭიქა ყავა, 200 გრამიო საქონლის ან ღორის ხორცი, 2 ცალი ვაშლი. ვახსამი – 200 გრამი გრილზე მომზადებული ტევზი, კომბოსტოსა და მწვანილის სალათი.

ყავის და შოკოლადის დიეტა

kofejnaya-dieta-lsdfjhkjdყავისა და შოკოლადის დიეტა საკმაოდ მკაცრი დიეტაა, რომლის დაცვაც მხოლოდ სამი დღეა რეკომენდირებული. ამგავრი დიეტის დახმარებით დღეში 0,6 – 1 კილოგრამს დაიკლებთ, თუმცა თქვენს რაციონს მხოლოდ ყავა, შავი შოკოლადი და წყალი უნდა შეადგენდეს.

ორ საათში ერთხელ დალიეთ ერთი ჭიქა ყავა შაქრისა და სხვა დანამატების გარეშე. 150 გრამის შავი შოკოლადის ფილა კი, თანაბარ ნაწილებად დატეხეთ და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი. თუ ასეთი დიეტა ზედმეტად მკაცრად გეჩვენებათ, გაამრავალფეროვნეთ ის ერთი სახეობის ხილით ან ნატურალური იოგურტით.

 

ყავისა და სიგარეტის დიეტა

ყავისა და სიგარეტის დიეტა რეგულარულ მოწევას და ყავის დალევას ითვალისწინებს, რადგან ითვლება, რომ ნიკოტინი ყავასთან ერთად საგრძნობლად ამცირებს შიმშილის გრძნობას – ნებისმიერი დიეტის მთავარ მტერს. მართალია, ამბობენ, რომ ყავისა და სიგარეტის დიეტა ფრანგი ქალების მთავარი საიდუმლოა, მაინც არ დაგავიწყდეთ, რომ ნიკოტინი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ამიტომ ამგვარი დიეტის დაცვა მეტად სახიფათოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები