ემბრიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი, ნინო მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და იმ ანალიზების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელიც ექიმის განმარტებით იმ შემთხვევაში უნდა გადაამოწმო, თუ წონაში ვერ იკლებ:
„რომელი ანალიზები უნდა გაიკეთო თუ წონაში ვერ იკლებ? – პირველ რიგში შეამოწმე ფარისსებრი ჯირკვლის ფუნქცია – TSH, FT3, FT4 და ANTI TPO, ეს ჰორმონები მეტაბოლიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი რეგულატორებია, ასევე მნიშვნელოვანია ინსულინისა და გლუკოზის შეფასება, რათა გამოვრიცხოთ ინსულინრეზისტენტობა. სჭიროების შემთხვევაში ვაფასებთ კორტიზოლსაც, რადგან ეს სტრესთან და წონის მატებასთან არის დაკავშირებული, კომენტარებში დამიწერეთ რა კითხვები გაქვთ წონასთან დაკავშირებით…“ – ამბობს ნინო მუსერიძე.
@dr.nino.museridze იცოდი?🧪
♬ Valse Gala – Opensound
