ქართული სპორტის ქომაგები სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებენ.
ქომაგები ემშვიდობებიან მათ მეგობარსა და წევრს, ნათია კვინტრაძეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
„ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგა…
ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, დავკარგეთ ჩვენთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი.
სიტყვები ვერ გამოხატავს ჩვენს მწუხარებას. უამრავი მოგონება, სითბო და სიყვარული დაგვიტოვა გულში და თვითონ გაგვიფრინდა.
ძალიან, ძალიან გვიყვარხარ, ჩვენო ლამაზო გოგო“, – წერია „ქართული სპორტის ქომაგების“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„კიდევ ბევრ თამაშზე ვაპირებდით ერთად საყვარელი ნაკრების ქომაგობას… თუმცა, 2 ივნისს გადაღებული ეს ფოტო, ჩვენს ობიექტივში მოხვედრილი ნათიას ბოლო კადრია… დღეს, 13 სექტემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევას ჩვენი მეგობარი, ეროვნული ნაკრების ქომაგების ტრიბუნიდან, ნათია კვინტრაძე ემსხვერპლა. ჩვენი გვერდი უსამძიმრებს ნათიას ოჯახს, მის მეგობრებს, ქომაგების ტრიბუნასა და ქართული სპორტის მოყვარულებს“, – წერია Tbilisi Sports Film Festival-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
