თბილისში, ვერაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
