მუსიკალურმა სერვისმა Spotify 25 წლამდე ასაკის ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი გამოავლინა. პირველ ადგილზე ედ შირანი განთავსდა, რომლის სიმღერა „Thinking Out Loud’“ ყველა დროის ყველაზე მოსმენად თრექად დასახელდა. რეიტინგის მეორე ადგილზე იმყოფება არიანა გრანდე, საუკეთესო სამეულს კი სემ სმიტი ხურავს.
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: მაილი საირუსი, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი, დემი ლოვატო, One Direction და ა.შ.
