MTV VMA 2015-ის ხელმძღვანელობამ ნომინაციის „საუკეთესო საზაფხულო სიმღერა“ დეტალები გაახმოვანა. კატეგორიაში სულ 13 სიმღერაა წარმოდგენილი, საუკეთესო კი სოციალური ქსელის ხმის მიცემით გამოვლინდება.
ნომინანტებს შორის არიან: 5 Seconds of Summer “She’s Kinda Hot”, სელენა გომესი – “Good for You” (feat. ASAP Rocky), დევიდ გეტა – „Hey Mama” (feat. Nicki Minaj), ტეილორ სვიფტი – „Bad Blood“, The Weeknd “Can’t Feel My Face” და ა.შ.
დაჯილდოების ცერემონია 30 აგვისტოს გაიმართება და მისი წამყვანი მაილი საირუსი გახდება
