LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინიონებმა“ „ჰობიტი“ უკან ჩამოიტოვა

„მინიონების“ მსოფლიო მოგებამ მილიარდ დოლარს მკვეთრად გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით კი მან რამდენიმე მილიონით უკან მოიტოვა „ჰობიტი“ და ამჟამინდელი ფილმების რეიტინგის პირველ ადგილზე განთავსდა. შეგახსენებთ, რომ მულტფილმის პრემიერა ჯერ არ შემდგარა ჩინეთში, შესაბამისად მოელიან, რომ მისი მოგება და რეიტინგი მკვეთრად მოიმატებს.

მეორე ადგილზე ბიოგრაფიული ფილმი „ქუჩების ხმები“ იმყოფება, რომელმაც საშინაო კინოგაქირავებაში 8,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მესამე პოზიციაზე კი კომედია „გასეირნება ტყეში“ გავიდა 8,4 მილიონი დოლარით.