რალფ ფაინსის ახალი ფილმის “A Bigger Splash” პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე მსახიობის მოულოდნელმა ცეკვამ დააგვირგვინა. ლუკა გუადანინოს ფსიქოლოგიურ დრამაში მთავარ როლებს რალფ ფაინსი, დაკოტა ჯონსონი, ტილდა სუინტონი და მათიას შონართსი ასრულებენ.
ფილმში რალფი მუსიკალურ პროდიუსერისა და როკ ვარსკვლავის ყოფილ საყვარელს ასახიერებს. როდესაც ის კუნძულ პანტელერიაზე ქალიშვილთან ერთად ჩავა, თავისი ყოფილი და ამჟამინდელი საყვარლის დღესასწაულს ჩაშლის.
