”მსმენელმა ძალიან დიდი სტიმული მომცა”
გადაცემას ”რადიო დუეტი” კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი და მაკა სირბილაძე ესტუმრნენ.
– მიხარია, რომ ახალი სიმღერა შეიქმნა, ცირა როგორ ხარ?
– მოგესალმებით, მივესალმები ჩემს ერთგულ მსმენელს, რომლებმაც ძალიან დიდი სტიმული მომცეს და ძალიან შეიყვარეს ჩემი სიმღერები. რაც შეეხება დღევანდელ პროექტს, ამას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა. ჩვენ ერთი ქალაქიდან ვართ, გორიდან.
– მაკა, რა გზა გამოიარე მოგვიყევი…
მაკა: – ვმღერი 5 წლის ასაკიდან, ქალბატონ ქეთინო ქუმსიაშვილთან. 2009 წელს ”ჯეოსტარზე” მივიღე მონაწილეობა. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, შევიძინე ბევრი მეგობარი, გავხდი პოპულარული. ჩემი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც მინდოდა. დიდ იმედებს ვამყარებ ამ სიმღერაზე. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო სიახლეა, ველოდები პატარას, შემდეგ კი მინდა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში ჩავერთო. ჩემი ახალი სიმღერის ტექსტი, მუსიკა და არანჟირება სწორედ ცირას ეკუთვნის.
ცირა: – ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინეს ასეთმა პროექტებმა, თუმცა მათი დასრულების შემდეგ ისინი აღარ ჩანან. ასე მოხდა მაკას შემთხვევაშიც. მე ძალიან ბევრი ადამიანი დამხმარებია მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი ნიჭიერი, მეც ასეთ ვალდებულებას ვგრძნობ ნიჭიერი ადამიანების მიმართ. ერთი წელია ვაკეთებთ ამ სიმღერას, მე მას შევპირდი რომ დავეხმარებოდი და ეს მინდა, რომ ეს იყოს მისთვის საწყისი წერტილი.
– რომელ ჟანრში გსურს მოღვაწეობა?
მაკა: – სულ ძიების პროცესში ვარ, ვფიქრობ ცირაც რაც ჩემთვის შექმნა, ჩემზეა მორგებული.
ცირა: – ერთად გავიარეთ სიმღერაზე მუშაობის ყველა პროცესი. ვცვლიდი მისი შესაძლებლობის მიხედვით. მოვარგე ისე, როგორც მე დავინახე.
– რა გეგმები გაქვთ?
მაკა: – ახლო მომავალში ვგეგმავთ ვიდეორგოლის გადაღებას.
ცირა: – ჩემი გეგმები უცვლელია, იქმნება ახალი სიმღერები, ვმუშაობ ახალ პროექტებზე, დავაანონსებ ჩემსა და შენს კიდევ ერთ საერთო პროექტს. ვამბობ ხოლმე რომ სევდა უნდა დავაპატენტო – სულ სევდიანი სიმღერები მიყვა ერთმანეთს.
მაკა სირბილაძე – მიდის დრო
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
