ისეთ ეტაპზე შევწყვიტეთ სიმღერა, როდესაც თითქოს ყველა სურვილი ავისრულეთ
გადაცემას ”რადიო დუეტი” ჯგუფ ”ემის” ერთ ერთი წევრი, ეკა მანიჟაშვილი ესტუმრა.
– რატომ გქონდათ ამხელა პაუზა?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი დაბრუნება ცოტა ხმამაღალი განაცხადია. ფაქტია ის, რომ ახალი სიმღერა შეიქმნა, დღეს თქვენთან ვარ. სიმღერა ორი წლის წინ ჩაიწერა, ეს იას დამსახურებაა. სიმღერა იას მეუღლეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძე გახლავთ. სიმღერა აქ ჩავწერეთ, ვიდეორგოლი კი ამერიკაში გადავიღეთ. თუკი რაიმე გამიკეთებია, ეს ყველაფერი იას დამსახურებაა. არ ვარ აქტიური, ის უფრო აქტიური იყო, ცდილობდა მეტი გაგვეკეთებინა. სოციალური ქსელით გავრცელდა ჩვენი ზოგიერთი ნამუშევარი. ახლაც იამ მოაგვარა ყველაფერი იქიდან, მე დამირეკეს უბრალოდ და მითხრეს, რომ უნდა მოვსულიყავი თქვენთან ეთერში. ია აქ ცხოვრებას ჯერჯერობით არ გეგმავს.
– გარდა სიმღერისა, რას საქმიანობ?
– მყავს მეუღლე, ორი შვილი. ბოლო 10-12 წელია, საბანკო სფეროში ვარ.
– ახალ სიმღერაზე მოგვიყევი?
– როგორც აღვნიშნე, დაახლოებით ორი წლის წინ დაიწერა. სიმღერის სახელწოდება გახლავთ ”გაგიხსენებ”. არანჟი, ბალანსი და სიმღერა იას მეუღლეს, დავის ეკუთვნის, ექსკლუზივი კი ”არ დაიდარდოს”.
– სოლო კარიერაზე არ გიფიქრიათ?
– არა, არ გვიფიქრია, ჩვენი სიმღერა ყოველთვის ერთიან განწყობასთან ასოცირდებოდა. ცალ-ცალკე არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
– არ გაგიჭირდა საზოგადოების ყურადღების მიღმა ყოფნა?
– რაც შეეხება ნოსტალგიას, ისეთ ეტაპზე შევწყვიტეთ, როდესაც ალბომი გვქონდა გამოშვებული, იყო ბევრი ვიდეორგოლი. თითქოს ეს ჩვენი ყველა სურვილი ავისრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფინანსებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ჩვენ ამის ფუფუნება სულ გვქონდა, როგორც გითხარით, იას მეუღლეს აქვს სტუდია. თუმცა, ალბათ არ მოვინდომეთ.
ემი – გაგიხსენებ
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
