LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შვიდკაცა” ახალი წლის ღამეს ნინო ქათამაძესთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად შეხვდება

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი” ანსამბლი ”შვიდკაცა” ესტუმრა. მისი წევრები არიან გიორგი ლომთათიძე, ნოდარ მეტრეველი, ბიძინა ზათიაშვილი, დავით შიშნიაშვილი, დავით ნოზაძე, ლევან თოლორდავა, ნიკოლოზ კირვალიძე. ”არ დაიდარდოს” კი ორი მათგანი, გიორგი ლომთათიძე და ნოდარ მეტრეველი ესტუმრნენ.

 

 

– დღეს თქვენ ორი სიმღერით გვესტუმრეთ, როგორია წინასაახალწლო განწყობა?

 

– ვცდილობთ, არ გავჩერდეთ, ჩავწეროთ საინტერესო და მსმენელისთვის მისაღები სიმღერები. ბევრი გასვლითი კონცერტი გვქონდა. ახლა ვართ თბილისში და ამ პერიოდს ვიყენებთ იმისათვის რომ ჩავწეროთ ახალი სიმღერები. 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს რესტორან ”ოტიუმში” ჩვენ, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე და ”ინსაითი” ერთად ვიმღერებთ. 2 იანვარს კი დათო გომართელთან ერთად გამოვალთ. მასთან ორ ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ. ერთი უკრაინულია, მეორე კი ქართული სიმღერების პოპურია. უკვე მეოთხე წელია ბედობას ჩვენ ერთად ვმღერით.

 

– ”სამშობლო ერთადერთია”, მოგვიყევით მის შესახებ?

 

– მაცაცო სეფისკვერაძეა მისი ავტორი. ლექსი თინათინ მღვდლიაშვილს ეკუთვნის. ჩაიწერა ”ბრავო რეკორდსში”. სიმღერა სპეციალურად ჩვენთვის დაიწერა. სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა ”იმედის დილაში”. ექსკლუზივი ”არ დაიდარდოს” ეკუთვნის.

 

– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 

– ნაყოფიერი წელი გვქონდა საკმაოდ. იყო ბევრი გასვლითი კონცერტი. უკრაინაში ტურნე ნინო ქათამაძესთან ერთად გვქონდა. ლონდონში სუხიშვილებთან ერთად გამოვედით. მილანში სოლო კონცერტი ჩავატარეთ, რიგაში თბილისობა ავღნიშნეთ, რომში კი დათუნა სირბილაძესთან ერთად ვიმღერეთ. თებერვალში იგეგმება გასვლითი ღონისძიება ნინო ქათამაძესთან ერთად. ამაზე აუცილებლად მოგახსენებთ მოგვიანებით, ახლა პროექტი ჩამოყალიბების პროცესშია. თითქმის მზად არის შვიდკაცას ახალი ალბომი, რომლის პრეზენტაციაც თებერვალში ან მარტში გაიმართება. მასში 20 სიმღერაა შესული. იქნება დუეტები გიო ხუციშვილთან, ლიზა ბაგრატიონთან, დავით გომართელთან და დუეტ ”ჯორჯიასთან” ერთად.

 

– შემდეგი სიმღერა არის ”მხოლოდ ერთხელ”…

 

– ესეც ”ბრავო რეკორდსში” ჩაიწერა, ლექსის ავტორი არის არჩილ სულაკაური.

შვიდკაცა – მხოლოდ ერთხელ

AudioSHVIDKACA-MXOLODERTXEL

შვიდკაცა – ერთადერთია

AudioSHVIDKACA-SAMSHOBLOERTAERTIA



გადაცემის აუდიო ჩანაწერი 

Audioshvidkaca

ვიდეო კოლაჟი


ფოტოები