LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი რაჭული პრემიერა

Ardaidardo.Geგადაცემას “რადიო დუეტი” ”ქართული ხმების” კვარტეტის წევრები დავით არჩვაძე, დავით კიკაბიძე და ზურა ბაკურაძე ესტუმრნენ.

 

– დაპირებული სიმღერა რაჭაზე… წინა გადაცემაში დააანონსე, რომ მოხვიდოდი და მართლა მოხვედი, ადრეც გვპირდებოდი ხოლმე, მაგრამ დიდი დრო გადოდა, სანამ დანაპირებს აასრულებდი… როგორია წინასაახალწლო განწყობა?

 

ზურა: – ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, ახალ სიმღერებზე ვმუშაობთ და გვიხარია. ჩვენი რეპერტუარი მდიდრდება, გარდა ამისა, ოჯახში მეც ნამატი მაქვს, დათოც პატარებს ელოდება.

 

– სად შეხვდებით ახალ წელს?

 

დათო: – იგეგმება რაღაცეები, არის შემოთავაზებები.

 

– ახალ სიმღერებს რაც შეეხება?

 

დათო: – ძალიან გახარებულები ვართ ნამდვილად. დღევანდელი სიმღერა რაჭაზე იქნება. იდეა ლექსის ავტორს, დეკანოზ ზაზა კირვალიძეს ეკუთვნის. ის ჩემთან, უწერაში იყო სტუმრად. მდინარის პირას, ექსპრომტად დაწერა ლექსი. სიმღერაც რაჭაშივე შეიქმნა. მისი სახელწოდებაა ”რაჭავ ჩემო”. მაშინვე იყო ვიდეოს გადაღებაც დაგეგმილი, ბატონი გოჩა ენუქიძე გვეხმარებოდა. სიმღერის ჩაწერაც მისი დამსახურებაა. რაც შეეხება სტუდიას, გეტყვით, რომ გვაქვს ბედნიერება ვიმუშავოთ ზაზა ხუბუკელაშვილთან. ჩვენს წარმატებაში ასევე დიდი წვილი მიუძღვით ძმებ სონღულაშვილებს. გვერდით დაგვიდგნენ, მათი ინიციატივაა ის, რომ რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწეროთ.

 

ზურა: – ჩაწერის ისტორიაც ძალიან რაჭულია, ხუთი წლის წინ მოხდა ეს აბავი. რაჭულად ვიტყვი, რავარც იქნა ჩავწერეთ.

ქართული ხმების კვარტეტი – რაჭავ ჩემო

AudioQARTULIXMEBISKVARTETI-RACHAVCHEMO


გადაცემის აუდიო ჩანაწერი

Audioqartulixmebi


ქართული ხმები – მიყვარხარ. Live

ქართული ხმები – პავლეს სიმღერა (პოპური). Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები