ავტომოყვარულებს აუცილებლად ეცოდინებათ, რომ გასული წელი მერსედესის ავტომობილებისთვის სახელების გადარქმევის წელი იყო. მათ შორისაა GL-იც, რომელიც უკვე GLS-ის სახელწოდებით გამოდის და ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდრული ავტომობილია.
“მერსედესის” ოფიციალური დილერი საქართველოში კომპანია “მერსედეს ბენც ჯორჯიაა”. “მერსედესის” ცენტრში ამჟამად 5 ლიტრიანი ძრავით, SPORT პაკეტითა და AMG ინტერიერით და ექსტერიერით აღჭურვილი, 4×4 ამძრაობის GLSია წარმოდგენილი, რომლის სიმძლავრე 435 ცხენის ძალაა.
უახლეს GLS-ს პირველივე შეხედვით შეამჩნევთ, რომ ძალიან პრაქტიკული და სპორტული ავტომობილია. მასში გაერთიანებულია ექსპრესიული დიზაინი, ფართობი და ადვილად სამართავი ფუნცია.
რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს, GLS 8 ცილინდრიანი ძრავით და 7 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კილომეტრ საათია, ნულიდან 100 კილომეტრ საათამდე ის 5,4 წამში აჩქარდება, 100 კილომეტრზე კი საშუალოდ 11,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
GLS-ი, რა თქმა უნდა, ყველა იმ მონაცემით არის აღჭურვილი, რომელიც თანამედროვე ავტომობილებისთვის უკვე განუყოფელია. მის საბაზო კომპლექტაციაში შედის პარკინგის აქტიური ელექტრო სისტემა, წინა სავარძლები მასაჟის ფუნქციით, 3 ზონიანი ავტომატური კლიმატ-კონტროლი, უგასაღებო მართვა და სხვა ფუნქციები.
“მერსედესის” ცენტრში წარმოდგენილი GLS-ის მართვისას ასევე თქვენს განკარგულებაშია მართვის, ნავიგაციის და აუდიო სისტემა Command DVD, შუშის პანორამული ლუქი ელექტრო მართვით, მკვდარი ზონის მაჩვენებელი კუთხე, შეჯახების პრევენციის სისტემა, ორი DVD მონიტორი უკანა მგზავრებისთვის, სატელევიზიო სიგნალის მიმღები, მწეველთა პაკეტი, ჭიქების ჩასადები გათბობა-გაგრილების ფუნქციით და სხვა ოფციები.
გადაცემის ჩანაწერი
