
24 მაისს, თელავის თეატრში, დათუნა მგელაძემ და ნოდიკო ტატიშვილმა ერთობლივი კონცერტი გამართეს, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. მომღერლები იმდენად თბილად მიიღეს, რომ დათუნამ გადაწყვიტა, ზაფხულში სხვადასხვა ქალაქში ტურნე მოაწყოს.
დათუნა:
მე და ნოდიკო ტატიშვილმა ერთობლივი კონცერტი გავმართეთ, შევასრულეთ ძველი და ახალი სიმღერები, ასევე დუეტები. „შემოდგომის ფოთლებს“ რომ ვმღეროდი, ჩემს ახალ სიმღერას, მთელი დარბაზი ამყვა და ჩემთან ერთად მღეროდნენ, ისე გამიხარდა, რომ სიტყვებით ევრ გადმოვცემ.
გუშინდელმა კონცერტმა დაბადა ძალიან კარგი იდეა, რომელსაც მალე განვახორციელებ. მინდა, ზაფხულში სხვადასხვა ქალაქში ტურნეს ფარგლებში ჩავიდე და კონცერტები გავმართო.
გარდა ამისა, ჩემს კიდევ ერთ საავტორო სიმღერას ჩავწერ. ძალიან მომეწონა თავად სიმღერების დაწერა (იცინის). არანჟირება უკვე მზადაა და წესით, მალე უნდა ჩავწერო.
ნინო მურღულია
