LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნიჭიერის” ფინალისტი ეკატერინე აბულაძე არ დაიდარდოს ეთერში

Ardaidardo.Ge

”ნიჭიერის დღიურებს” ეკატერინე აბულაძე ესტუმრა.


როგორი განწყობა გაქვს?

ემოციებისგან გადაღლილი, თუმცა ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ფინალში გადავედი.


მოდი, უკეთ გავაცნოთ შენი თავი რადიომსმენელს…

ვარ 28 წლის, დაოჯახებული. ვმღერი ძალიან პატარა ასაკიდან, ვცდილობ ამ საქმეს არ ჩამოვშორდე. მქონდა დიდი პაუზა და სცენა უცხო გახდა ჩემთვის. ვმღერი ბენდთან ერთად ერთ-ერთ
ბარში, ძირითადად ქავერებს. ძალიან დიდი სხვაობაა დიდ სცენასა და ბარის სცენას შორის.


როგორ აღმოჩნდი ”ნიჭიერში”?

ჩემი სურვილით არ მივსულვარ. ჩემს მეუღლესა და ჩემს მეგობრებს უნდოდათ ძალიან. დიდ ხანს ვითრევდი ფეხს და უცებ გადამაწყვეტინეს. ნამდვილად არ ვნანობ, კიდევ კარგი, მადლობა,
რომ მირჩიეთ.


გყავს ”ნიჭიერში” ფავორიტი?

კი, არაერთი ფავორიტი მყავს და მინდა წარმატება ვუსურვო მათ.


ეს პირველი კონკურსია?

სატელევიზიო კონკურსებს შორის მეორეა, კონკურსები და ფესტივალები სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, მაქვს ბევრი გამარჯვება, თუმცა ეს ბავშვობაში ხდებოდა. ისეთი ჟანრის მუსიკა მიყვარს,
ნაკლებად უხდება ქართული…


როგორ ხედავ ”ნიჭიერის” შემდეგ საკუთარ თავს?

მინდა, რომ ჯგუფს ჰქონდეს საკუთარი სიმღერები და ვიმუშავებთ ამაზე, მარტო ქავერებზე გაჩერება არ მინდა. ჩემი ჯგუფის ბიჭები წერენ სიმღერებს და საკმაოდ აქტიურად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

AudioNichieri. Eka Abuladze

ვიდეო

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge