LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გადავწყვიტე, საკუთარი თავი გამომეცადა”

Ardaidardo.Ge

”ნიჭიერის” დღიურებს დიმიტრი გოზალიშვილი ესტუმრა. დიმიტრი 10 წლის არის და ცხოვრობს თბილისში. როგორც ”ნიჭიერის” შესარჩევ ტურზე აღნიშნა, ახმოვანებს მულტფილმებს.


როგორ განწყობაზე ხარ?

ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, გახარებული ვარ, ყოველთვის ვცდილობ, ვიყო პოზიტიურად და მინდა, რომ ხალხი იყოს მხიარულად.


როგორ მოხვდი ”ნიჭიერში”?

”ნიჭიერში” სრულიად შემთხვევით მოვხვდი, სკოლაში ”ნიჭიერის” რამდენიმე ეტაპი ჩაგვიტარდა და გავიმარჯვე. სრულიად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, გადავწყვიტე საკუთარი თავი
გამომეცადა და ”დიდ ნიჭიერში” გამოსვლაზეც მივიღე გადაწყვეტილება. მშობლებთან დიდი გარჩევა მქონდა, თუმცა ”ნიჭიერში” მაინც მივედი.


ვის თვლი შენს კონკურენტად?

თუნდაც პოლონელ კონკურსანტს, რომელსაც ძალიან კარგი ნომერი აქვს, თავადაც პროფესიონალია და ვგულშემატკივრობ კიდეც მას.

შაკო: – მადლობა ნიჭიერს იმისთვის, რომ ჩემს შვილს მისცეს საშუალება საკუთარი თავი გამოევლინა ისე, როგორც მას სურდა.


გადაცემის აუდიოჩანაწერი 

AudioNichieri. Dimitri Gozalishvili

 


ვიდეო


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge