LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაში, რომელიც ვირტუალურ რეალობაში გამოგზაურებთ (ვიდეო)

ვირტუალური რეალობის ამსახველი მოწყობილობები დღეს მრავალგვარია და არავის უკვირს მათი გამოყენება როგორც მობილური ტელეფონების, ისე დამხმარე დივაისების გარეშე. როგორც ჩანს, ადამიანის ფანტაზია გაცილებით შორს მიიწევს და მიღწეულით არ კმაყოფილდება. ბავშვობისას ოდესმე გიოცნებიათ საკუთარ ოთახში პორტალების არსებობასთან დაკავშირებით? ამძვრალიყავით ლოგინზე და იატაკზე გახსნილ პორტალში ჩახტომისას რომელიმე კუნძულზე აღმოჩენილიყავით?! როგორც ჩანს, ზუსტად ამ ფანტაზიით იყო შეპყრობილი Valve Corporation-ის გენერალური დირექტორი.

თამაში – Portal,  რომლის შემქმნელიც კორპორაცია – Valve-ია, დიდი ხანია მუშაობს ინოვაციურ მოწყობილობებზე, რომლის წყალობითაც საავტორო თამაში წარმოსახვის სხვა საფეხურზე გადადის. ახალი გაჯეტი – HoloLens, რომელიც კომპანიამ შემოგვთავაზა, წარმოადგენს ვირტუალური რეალობის ამსახველ გარნიტურას. მისი მეშვეობით, მოთამაშეს შეუძლია საკუთარი ბინა თამაშის გარემოდ აქციოს და პორტალები პირდაპირ კედელზე, იატაკზე ან თუნდაც ჭერზე ,,გახსნას’’, სადაც მოთამაშე – კომპანიონი კუბის ჩაგდებას შეძლებს. შთამბეჭდავია არა?

გთავაზობთ ვიდეოს: