LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის იშვიათი ფოტოები ახალ ბოიფრენდთან ერთად

რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ, ტეილორ სვიფტმა პირადი ცხოვრების აფიშირებაზე უარი თქვა. მედიაში მაინც გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 29 წლის მომღერალი უკვე 2 წელია, რაც ჯო ელვინს ხვდება. საინტერესოა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, წყვილი საჯაროდ არსად გამოჩენილა.

ამ დღეებში, ამერიკელი შემსრულებელი და ინგლისელი მსახიობი პაპარაცებმა ნიუ-იორკში დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური წყვილი ქუჩაში შეუმჩნევლად გადაადგილებას ცდილობდა, პაპარაცების ობიექტივს მათი ამოცნობა არ გასჭირვებია.

შეგახსენებთ, რომ ,,გრემის” მფლოებელ მუსიკოსს აქამდე ისეთი პარტნიორები ჰყავდა, როგორებიც: ჯო ჯონასი, ტეილორ ლოტნერი, ჯონ მეიერი, ჯეიკ ჯილენჰოლი, ჰარი სტაილზი, კელვინ ჰარისი და ტომ ჰიდლსტონი არიან.