LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ეს დაუშვებელია – ამირან გამყრელიძე

“ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი”,- ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წუთი მოდუნების და დამშვიდების უფლება არ გვაქვს.

“ვატყობ, რომ გუშინ-გუშინწინ ქალაქში ისევ დადიოდა ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში. ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია. დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილები, შევიკავოთ თავი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობის ვებგვერდის, Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში არის კორონავირუსის დადასტურებული 296 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია – 69, გარდაიცვალა სამი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 856. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 458. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.