LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგეო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებიდა დაკვამლიანება.

შეტყობინების მიღებისთანავე შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეხანძრე-მაშველებს ადგილზე დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი.

მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორციელეს წყლის 10 დასხმა.

ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.