LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს.

ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა და გარდაცვლილი გოგონას საქმე გამოსაძიებლად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვდა, მისი შვილის გარდაცვალების საქმე ქვემო ქართლის პოლიციას აღარ გამოეძიებინა და ის შსს-ს გადასცემოდა გამოსაძიებლად.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერი გაიხსნა