მედიაში ინფორმაცია ვრცელდება, რომ ჰოლივუდის 71 წლის ვარსკვლავი, კევინ კოსტნერი, 39 წლის მოდელსა და ინფლუენსერს, მაკკენა უესლის ხვდება. წყაროს ცნობით, წყვილი ერთმანეთის გაცნობიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დაუახლოვდა.
კოსტნერი და უესლი პირველად ერთად 2025 წლის ოქტომბერში გადაიღეს, როდესაც მსახიობი საკუთარ საკულტო ფილმის, „ოცნების მინდორს“ პატივსაცემად გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ინსაიდერის ინფორმაციით, მაკკენა მსახიობის სახლებს სანტა-ბარბარასა და ასპენაში რამდენჯერმე სტუმრობდა. მათ დაახლოებაში კი მნიშვნელოვანი როლი საერთო გატაცებამ, გოლფმა ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ მეკკენა კევინზე 32 წლითაა უმცროსი.
ბევრი ეძება თუ ცოტა, იპოვა! – 71 წლის კევინ კოსტნერის გატეხილი გული იდუმალმა ქერა ქალმა გაამთელა
71 წლის კევინ კოსტნერი შეყვარებულია – ვინ არის მსახიობის ახალი რჩეული


