მედიაში სინდი კროუფორდის ვაჟის, 27 წლის პრესლი გერბერის ვიდეო გავრცელდა, რომელიც მის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული. გერბერი სარეაბილიტაციო ცენტრის საძინებელსა და ფანჯრიდან გადაშლილ კალიფორნიის ხედს იღებს.
მედიაში ახალი დეტალებიც გავრცელდა. როგორც ირკვევა,19 სექტემბერს, პრესლი გერბერი „სიფხიზლის ქოუჩს“ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და დახმარება სჭირდებოდა.
ქოუჩმა იცოდა, რომ ლიცენზირებული სარეაბილიტაციო ცენტრი გერბერს შაბათ-კვირას ვერ მიიღებდა, ამიტომ დახმარებისთვის Resolutions Living-ს მიმართა. არსებული წესების მიხედვით, მსგავსი ტიპის დაწესებულებები პაციენტებს მხოლოდ ფხიზელ მდგომარეობაში იღებენ. მიუხედავად ამისა, ქოუჩმა ცენტრის თანამშრომლებს აცნობა, რომ გერბერი იმ მომენტში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო და დაჰპირდა, რომ ახალგაზრდა იქ მხოლოდ ერთ დღეს დარჩებოდა. ორშაბათს კი მისი სხვა სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა იგეგმებოდა.
ცენტრის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას დათანხმდნენ. მოგვიანებით ის თანამშრომლები, რომლებმაც გერბერის მიღების გადაწყვეტილება მიიღეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
წყაროს ცნობით, ცენტრში მისვლის შემდეგ გერბერმა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება კვლავ გააგრძელა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა მისის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინსაიდერების თქმით, პრესლი ამ დღეებს „ბოლო თავისუფალ უქმეებად“ აღიქვამდა, სანამ სრულფასოვან სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებდა.
