LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის ქალი ემსხვერპლა

406
ავარია

სამეგრელოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, შემ­თხვე­ვა ჩხო­რია–ლიის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ორი დღის წინ მოხ­და. არსებული ცნობით, შემთხვევის დროს დაშავებული 35 წლის ქალი გასულ ღამეს გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, მძღოლი დაკავებულია.

როგორც Ambebi.ge „მთა­ვა­რ ამ­ბე­ბზე“ დაყრდნობით წერს, და­შა­ვე­ბუ­ლი მალ­ვი­ნა გუ­ლუა მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და ის გასულ ღამეს გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ცნობითვე, ქალს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

ფოტო: Ambebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები