LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას თანამშრომელს, რომელიც გუშინ ავტოკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა…“ – „პანცილიონი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

723
„პანცილიონი“ სამძიმრის წერილი

სამძიმრის წერილს ავრცელებენ მცხეთაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგოს, მარიამ იმერლიშვილის კოლეგები.

სამძიმრის ტექსტს სოციალურ ქსელში შპს „პანცილიონი“ და შპს „ბუბა ჯორჯია“ აქვეყნებენ, სადაც გარდაცვლილი საქმიანობდა:

„ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას თანამშრომელს, კოლეგასა და გუნდის გამორჩეულ წევრს – მარიამ იმერლიშვილს, რომელიც გუშინ ავტოკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. 💔

მისი ტრაგიკული და მოულოდნელი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში მარიამი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო – თავისი შრომით, პასუხისმგებლობით, ადამიანურობითა და იმ სითბოთი, რომელიც მის გარშემო მყოფ ადამიანებს ყოველთვის გულს უთბობდა.

ძნელია სიტყვებით გადმოვცეთ ის ტკივილი, რომელსაც მისი წასვლა გვიტოვებს. მისი წვლილი კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში, მისი კეთილგანწყობა და მასთან დაკავშირებული უამრავი თბილი მოგონება სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში.

ამ მძიმე წუთებში შპს „პანცილიონი“ და შპს „ბუბა ჯორჯია“ მთელი გულით თანაუგრძნობენ მარიამის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

ვუსამძიმრებთ და ვიზიარებთ მათ უდიდეს მწუხარებას.

საუკუნოდ იყოს მისი ხსენება🕊️“

შეგახსენებთ, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგა, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დავკარგეთ უძვირფასესი ადამიანი… უამრავი მოგონება, სითბო და სიყვარული დაგვიტოვა გულში და თვითონ გაგვიფრინდა“ – „ქართული სპორტის ქომაგების“ სამძიმრის წერილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები