62 წლის ნიკოლას ქეიჯისა და მისი 31 წლით უმცროსი მეუღლის, რიკო შიბატას გამოჩენამ საზოგადოებაში კვლავ დიდი ყურადღება მიიპყრო. წყვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, „ჯორჯ ლუკასის ხელოვნების მუზეუმის“ გახსნაზე ერთად მივიდა.
განსაკუთრებით განხილვის თემა მსახიობის რადიკალურად შეცვლილი იმიჯი გახდა. ქეიჯი ღონისძიებაზე გრძელი, ჭაღარა თმითა და სქელი წვერით გამოჩნდა, რის გამოც ბევრმა აღნიშნა, რომ მსახიობი ჩვეული გარეგნობისგან თითქმის სრულად განსხვავებულად გამოიყურებოდა.
სოციალურ ქსელებში ყურადღება წყვილს შორის ასაკობრივ სხვაობაზეც გაამახვილეს.
„ბაბუა და შვილიშვილი“, „საერთოდ არ შეეფერებიან ერთმენთს“, „ქეიჯი რადიკალურად შეცვლილია“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ნიკოლას ქეიჯისა და რიკო შიბატას ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო, ისინი 2021 წლის თებერვალში ლას-ვეგასში დაქორწინდნენ, 2022 წლის სექტემბერში კი მათ ქალიშვილი, ავგუსტა ფრანჩესკა, შეეძინათ.
გაიცანით, ნიკოლას კეიჯის ქალიშვილი – 59 წლის მსახიობი 30 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად გამოჩნდა



