LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო სკანდალი გრძელდება! – პრინცესა დაიანას ძმა თავის მემუარებში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

681
page

პრინცესა დაიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმა, საკუთარ მემუარებში „გედის სიმღერა: დაიანა, ჩემი და“ განაცხადა, რომ მისი დის პარტნიორის, დოდი ალ-ფაიედის მამამ, ბიზნესმენმა, მოჰამედ ალ-ფაიედმა, პრინცესას მიმართ არასათანადო ქცევა გამოავლინა.

რა უთხრა ჩარლზ III-მ პრინცესა დაიანას ძმას მისი გარდაცვალების შემდეგ – სამეფო ოჯახი სკანდალში ეხვევა

როგორც Daily Mail სპენსერის მემუარების მიხედვით წერს, შემთხვევა დაიანასა და დოდი ალ-ფაიედის ურთიერთობის დასაწყისში მოხდა. ჩარლზის თქმით, დაიანამ ეს ინციდენტი მას პირადად მოუყვა. როგორც ირკვევა, მოჰამედ ალ-ფაიედი დაიანასთან მივიდა, მას შეეხო და უხერხული შინაარსის კომენტარიც გააკეთა.

მოჰამედ ალ-ფაიედის მისამართით სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ბრალდებები მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წელს, ფართო სკანდალის მიზეზი გახდა. ასობით ქალმა ბიზნესმენი სისტემატურ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, პრინცესა დაიანასა და დოდი ალ-ფაიედის ურთიერთობა 1997 წლის ზაფხულში დაიწყო და მალევე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. 1997 წლის 31 აგვისტოს წყვილი პარიზში, ავტოავარიაში მოჰყვა. დაიანა და დოდი ალ-ფაიედი შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები