ტეილორ სვიფტმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ გააკვირვა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 25 სექტემბერს, ახალ სინგლს სახელწოდებით – Patient Zero გამოუშვებს.
სიმღერის ანონსს წინ უძღოდა მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩენილი იდუმალი 24-საათიანი ,,ქაუნთდაუნი”, რომლის ამოწურვისთანავე სვიფტმა სოციალურ ქსელში სიახლე დაადასტურა:
„მოუთმენლად ველოდებოდი იმის თქმას, რომ ჩემი სრულიად ახალი სინგლი – Patient Zero, 25 სექტემბერს გამოვა“, – დაწერა მან Instagram-ის პირად გვერდზე.
ანონსთან ერთად, არტისტის ოფიციალურ ვებგვერდზე 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი გახდა სინგლის სამი განსხვავებული საკოლექციო CD გამოცემა. სტანდარტული ჩანაწერის გარდა, ფანებს შეუძლიათ წინასწარ შეუკვეთონ სიმღერის აკუსტიკური და ფორტეპიანოს ვერსიები, რომელთაგან თითოეულს ექსკლუზიური ორმხრივი გარეკანი და განსხვავებული ფოტოები ახლავს.
ცნობისთვის, Patient Zero ტეილორ სვიფტის პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია მას შემდეგ, რაც ივნისში ანიმაციური ფილმისთვის – „სათამაშოების ისტორია 5“შექმნილი საუნდტრეკი – I Knew It, I Knew You წარადგინა.