LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონასა და ტეილორ სვიფტის ტრიუმფი MTV Video Music Awards-ზე

207
photo-collage.png (1)

ლოს-ანჯელესში MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 43-ე დაჯილდოება გაიმართა. საღამოს წამყვანი, სნუპ დოგი იყო, რომელიც ამ ამპლუით დაჯილდოებაზე პირველად წარდგა.

დაჯოლდოების ტრიუმფატორად, მადონა იქცა. ცერემონია გაიხსნა სწორედ მისი გრანდიოზული პერფორმანსით, რომელშიც მონაწილეობა საბრინა კარპენტერმა და ჩარლი XCX-მა მიიღეს.

პოპის დედოფალი მუსიკალური ნომრით VMAs-ის სცენაზე 23-წლიანი პაუზის შემდეგ წარდგა და 13-დან 3 ძირითად, მათ შორის ,,წლის არტისტის” ნომინაციაში მოიგო. კიდევ 4 ჯილდო მან სოციალურ და ტექნიკურ კატეგორიებში მოიპოვა.

1999 წლის შემდეგ, მადონა დაჯილდოების გამარჯვებულთა შორის პირველად მოხვდა.

დაჯილდოებაზე პირველად გაიცა ჯილდო არტისტის მიერ რეჟისურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ამ პრემიის რეციპიენტი, ტეილორ სვიფტი გახდა. მას ეს ჯილდო დაკოტა ჯონსონმა გადასცა, რომელიც პრიზიორის წარსადგენად სცენაზე, მოულოდნელად გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე ტეილორ სვიფტის ახალი სიმღერის – Patient Zero კლიპის ექსკლუზიური ჩვენება შედგა.

ამასთან, სვიფტმა სიმღერის – The Fate of Ophelia კლიპით დაჯილდოების თემატურ, მთავარ ნომინაციაში – ,,წლის ვიდეო” გაიმარჯვა. მან ეს გამარჯვება დოლი პარტონს მიუძღვნა, რომლის ხსოვნისა და შემოქმედების პატივსაცემად, ქეისი მასგრეივსმა საკულტო ჰიტი – I Will Always Love You შეასრულა. კიდევ 1 ჯილდო ტეილორმა ტექნიკური კატეგორიებიდან მოიპოვა.

,,საუკეთესო ახალ არტისტად” 21 წლის ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი, სიენა სპაირო დასახელდა.

,,წლის სიმღერად” BTS-ის Swim აღიარეს. სიმღერის კლიპი ,,საუკეთესო K-pop ვიდეოდ” დასახელდა, თვით ბენდმა კი ფანებისგან, ,,საუკეთესო ჯგუფის” ტიტული მიიღო.

გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები