LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV Video Music Awards-ზე ტეილორ სვიფტის კლიპის პრემიერა შედგება – ვიდეოში კოლინ ფარელი და დაკოტა ჯონსონი მონაწილეობენ

151
photo-collage.png - 2026-09-24T192642.834

ტეილორ სვიფტმა ფანები კიდევ ერთხელ გააოცა და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე მასშტაბური მუსიკალური სიახლე გააჟღერა.

სინგლის – Patient Zero დაანონსებიდან მალევე, არტისტმა განაცხადა, რომ მე-12 სტუდიური ალბომის – The Life of a Showgirl დელუქს ვერსიას წარადგენს, რომელშიც დამატებით 3 ახალი სიმღერა – Pink Clouding, Babylon და Cleveland! შევა.

ტეილორ სვიფტმა ახალი სინგლი დააანონსა

The Life of a Showgirl: The Encore გაყიდვაში, 25 სექტემბერს ჩაეშვება. გაირკვა, რომ სწორედ ამ პროექტის ნაწილია ტრეკიც – Patient Zero, რომლის კლიპის თიზერის გავრცელება, ასევე სიურპრიზი აღმოჩნდა.

ცნობილი გახდა, რომ სიმღერის ვიდეოს პრემიერა, 27 სექტემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალური რგოლის რეჟისორი თავად ტეილორ სვიფტია და მასში ჰოლივუდის ვარსკვლავები, კოლინ ფარელი და დაკოტა ჯონსონი მონაწილეობენ.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ კლიპის ექსკლუზიური ჩვენება MTV Video Music Awards-ზე შედგება, სადაც ტეილორი რეჟისურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.

ტეილორ სვიფტი VMAs-ზე ახალ საპატიო ჯილდოს მიიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები