LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Victoria’s Secret-ის შოუზე პერფორმერთა ვინაობა ცნობილია

144
photo-collage.png (2)

18 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა – ვიქტორიას სიქრეტის მოდის ჩვენება გაიმართება. ბრენდმა იმ არტისტთა სია გაასაჯაროვა, რომლებიც წლევანდელ შოუს მუსიკალურად გააფორმებენ.

გასული წლების მსგავსად, პოდიუმზე ტრადიციულად მხოლოდ ქალი შემსრულებლები წარდგებიან.

წლევანდელ მასშტაბურ ღონისძიებაზე მაყურებელი ჰიპ-ჰოპის, პოპისა და ქანთრის ვარსკვლავურ კოლაბორაციას იხილავს, სადაც სცენას გაიზიარებენ: Megan Thee Stallion, ტეიტ მაკრეი, მეგან მორონი და KATSEYE.

მუსიკალურ ვარსკვლავებთან ერთად, პოდიუმზე საკულტო ,,ანგელოზების” დაბრუნებაც იგეგმება. ოფიციალურად დადასტურებულია ისეთი ტოპ-მოდელების მონაწილეობა, როგორებიც არიან: ჯიჯი ჰადიდი, ადრიანა ლიმა, კენდის სვეინპოლი და სხვები.

გარდა ამისა, ლეიბლმა ამერიკის მასშტაბით ღია ქასთინგი ჩაატარა ახალი „ანგელოზის“ აღმოსაჩენად. ეს პროცესი დოკუმენტურ სერიალად – Angels Among Us იქცა, გამარჯვებული კი სწორედ 18 ოქტომბერს, პოდიუმზე გამოვა.

Victoria’s Secret Fashion Show-ს პირდაპირი ტრანსლაცია 18 ოქტომბერს, თბილისის დროით – 19 ოქტომბრის დილის 03:30 საათზე დაიწყება.

მაყურებელს შოუს თვალყურის დევნება ლაივ რეჟიმში Victoria’s Secret-ის ოფიციალურ YouTube არხზე, ასევე ბრენდის TikTok და Instagram პლატფორმებზე შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები