LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუნო მარსმა და კაროლ ჯიმ ფანები კვლავ აღაფრთოვანეს – გამოვიდა ბრუნო მარსის სიმღერის – Dance with Me კლიპი კაროლ ჯის მონაწილეობით

127
photo-collage.png - 2026-10-05T184529.602

ბრუნო მარსმა სიმღერის – Dance with Me კლიპი გამოუშვა, რომლის მთავარი გმირი, კაროლ ჯია.

ეს ნამუშევარი ვარსკვლავური დუეტის რიგით მეორე კოლაბორაციაა. აგვისტოში მათ ერთობლივი ჰიტი – Still გამოუშვეს, რომელიც კაროლ ჯის მე-6 ალბომში – No Me Arrepiento de Sentir Tanto შევიდა. მაშინ ვიდეოში ბრუნო მარსი გამოჩნდა, ახლა კი ბრუნომ თავად მიიწვია კაროლ ჯი მე-4 სოლო ალბომის – The Romantic დამამთავრებელი ტრეკის ეკრანიზაციაში.

კაროლ ჯიმ და ბრუნო მარსმა მოულოდნელად ერთობლივი ჰიტის – Still კლიპი გამოუშვეს

ვიდეო ზღაპრულ და რეტრო სტილშია გადაწყვეტილი. ის იწყება სცენით, სადაც ბრუნო ტელეფონის ჯიხურიდან ურეკავს საწოლში მწოლიარე, განაწყენებულ კაროლ ჯის. ამის შემდეგ მარსი მის აივანთან ჩნდება და სიმებიანი ორკესტრის თანხლებით რომანტიკულ სერენადას უმღერის, რაც საბოლოოდ წყვილის ვნებიანი ჩახუტებითა და ფეიერვერკების ფონზე, ღამის ცის ქვეშ ცეკვით გვირგვინდება.

ამერიკელმა და კოლუმბიელმა არტისტებმა ახალი თანამშრომლობით ფანები კვლავ აღაფრთოვანეს. ქსელში აღნიშნავენ, რომ ორი მეგავარსკვლავის ეკრანული ქიმია ამ ნამუშევარს წლის ერთ-ერთ საუკეთესო კლიპად აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები