ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქვეითი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
