LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრიანა ლიმამ დაამტკიცა, რომ ბუნებრივი სილამაზის დაბრუნება შესაძლებელია – Victoria’s Secret-ის 45 წლის ანგელოზის უახლესი გამოჩენა

156
page

ადრიანა ლიმას უახლესმა გამოჩენამ თაყვანისმცემლები გააოცა. 45 წლის სუპერმოდელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ბევრმა აღნიშნა, რომ ის კვლავ შესანიშნავ ფორმაშია.

Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანგელოზი პარასკევს „მადრიდის მოდის კვირეულზე“ გამოჩნდა. ლიმას ახალმა ვიზუალმა სოციალურ ქსელებში არაერთი კომენტარი გამოიწვია და კვლავ გააჩინა კითხვა, თუ რა შეიძლება იდგეს მისი სახის შესამჩნევი ცვლილების უკან.

მისი გარეგნობის ცვლილებებს როგორც თაყვანისმცემლები, ისე ესთეტიკური მედიცინის სფეროს წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ.

„ადრიანა ლიმამ დაამტკიცა, რომ ბუნებრივი სილამაზის დაბრუნება შესაძლებელია“ – ასე შეაფასეს ლიმას უახლესი გამოჩენა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ადრიანას ვიზუალი ძალიან შეცვლილი იყო და როგორც მედიაში წერდნენ, მისი სახე ფილერების გადაჭარბებული რაოდენობის გამო, არაბუნებრივად გამოიყურებოდა.

„ლიპოსაქცია“ და „სხეულის ფილერი“ – ადრიანა ლიმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა – 44 წლის მოდელის უახლესი ფოტოები

43 წლის ადრიანა ლიმამ წონაში კიდევ უფრო მეტად დაიკლო – 5 შვილის დედის უახლესი ფოტოები

ადრიანა ლიმამ წარსული დიდება დაიბრუნა და კვლავ ბრწყინავს – 43 წლის „ვიქტორიას სიკრეტის ანგელოზის“ იშვიათი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები