„ქალების დროა“ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედასთან, ეკა კუპატაძესთან ინტერვიუს გვთავაზობს.
ემოციურ ინტერვიუში ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ყველა მსჯავრდებულმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი.
გიგა ავალიანის დედა იმედოვნებს, რომ ქვეყანას შვილმოკლული დედა აღარასდროს აღარ ეყოლება:
„ახლა, ჩემი დედობა და ჩვენი დედაშვილობა ვალდებულებაა, პირნათლად შევასრულებ ჩემი შვილის წინაშე…
მათ მარტო გიგა არ მომიკლეს, მე ჩემი ოჯახი ამოწყვიტეს…
ისე მიდევს თავში, რომ მე უნდა დაველოდო იმას, რომ ყველა მსჯავრდებულმა ბოლომდე მოიხადოს სასჯელი…
დაიტოვოს ყველამ იმედი, რომ ისინი (მსჯავრდებულები) ადამიანებად დაბრუნდებიან, მაგრამ მე არ მაქვს ამის იმედი…
მე, როგორც დედას, მჭირს ამის აღიარება… ეს მოქმედი ბანდა ხომ შევაკავეთ, მართალია ჩემი შვილის სიცოცხლის ხარჯზე გამოვიდა…
მე ამ დედებთან (შვილმკვდარ დედებთან) სხვანაირი შინაგანი კავშირი მაქვს – უბედურება შეჩერებული იყოს, შვილმოკლული დედა საქართველოს აღარ ჰყოლოდეს…“ – ამბობს ეკა კუპატაძე.
