სკანდალური რეპერის, შონ „დიდი” კომბსის გათავისუფლების თარიღმა კიდევ ერთხელ გადმოიწია. ასევე მედიაში გავრცელდა ვიდეო, საიდანაც ვიგებთ, რომ მომღერალი ნიუ-ჯერსის ციხეში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს. წყაროების ცნობით, 56 წლის რეპერი თვეში ათასობით დოლარს ხარჯავს, რათა ფუფუნება არ მოიკლოს და ისეთი აკრძალული ნივთები გამოიყენოს, როგორებიცაა ტელეფონი და ალკოჰოლური სასმელები.
ის შაბათ-კვირას ალკოჰოლს სვამს და სხვა პატიმრებისგან ანტიდეპრესანტებს ყიდულობს. წყაროს ცნობით, რეპერს ჰყავს პატიმრები, რომლებიც მის მაგივრად ალაგებენ, სარეცხს რეცხავენ და მას მასაჟსაც კი უკეთებენ. მეტიც, შხაპის ან საპირფარეშოს გამოყენებამდე, იქაურობას საგანგებოდ უსუფთავებენ.
უკანასკნელი მონაცემებით, შონ “დიდი” კომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა. თავდაპირველი განაჩენით, რეპერი ციხიდან 2028 წლის ივნისში უნდა გამოსულიყო, შემდეგ კი თარიღი 2028 წლის თებერვლამდე შემცირდა. ბოლო ინფორმაციით, რეპერი ციხიდან 2028 წლის 21 იანვარს გათავისუფლდება.
Diddy ცდილობს ახალ წლამდე ციხე დატოვოს – ახალი დეტალები სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის შესახებ
