ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2021 წლის 9 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ამ ანგარიშიდან ვიგებთ, ბიზნეს ომბუდსმენს სხვადასხვა საკითხზე კომპანიებმა ამ 9 თვეში 683-ჯერ მიმართეს. ისინი ბიზნესის სხვადასხვა სფეროს და სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენდნენ. ვიცით, რომ პანდემიამ ყველაზე მეტი პრობლემა, სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებს შეუქმნა.
როგორ ეხმარება ბიზნესის ამ სექტორს სფეროს მთავარი უფლებადამცველი, ამ თემაზე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს ნინო კვეტენაძეს ვესაუბრებით.
-ძალიან საინტერესოა თქვენი ანგარში გარკეული მონაცემები ჩვენც ვნახე თუმცა შევეცადე, ასპარეზი თქვენთვის დამეთმო, ვისაუბროთ, რა გაჩვენათ ამ ანგარიშმა, რა ტიპის განცხადებები იყო ძირითადად?
მოგეხსენებათ, პოსტპანემიური პერიოდი 2020, 2021 წლები შედარებით მაღალია განცხადებების მომართვიანობა ჩვენს ოფისში, პანდემიიდან გამომდინარე ძირითადი საკითხები, რაზეც მოგვმართავენ მცირე და საშუალო მეწარმეები და ასევე მსხვილი ბიზნესი, არის:
გადასახადების კუთხით,
საშემოსავლო პოლიტიკის კუთხით,
ეკონომიკის სამონისტროსთან მიმართებით,
ლიცენზიის ნებართვასთან მიმართებით.
ასევე მნიშვნელოვანია, გარკვეული ინიციატივები, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ ეტაპზე ამ მიმართულებებით ვმუშაობთ, ეს არაა სრულებული ქეისები, ზოგიერთი შემთხვევა დასრულებულია, თუმცა ზოგიერთთან მიმართებით ვაგრძელებთ მუშაობას.
ძირითადად, ყველაზე ხელშესახები არის საგადასახადო და ხელისშეწყობის კუთხით მომართვიანობა.
-ალბათ ეს დავალიანებებს ეხება, რომელიც დაგროვდა პანდემიის დროს და სურთ გარკვეული შეღავათები.
2020 წელს საკმაოდ ბევრი საგადასახადო შეღავათი გაკეთდა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, თუმცა დღესაც არის გარკვეული საკითხები, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას. ვთანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან და იმისთვის, რომ მძიმედ არ დააწვეს გადასახადები ბიზნესს და ჯერჯერობით შედეგიანად ვთანამშრომლობთ, სადაც არის ობიექტური გარემოება.
-ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ განაცხადების უმრავლესობა წარმატებით დასრულდა, ან გრძელდება და გაქვთ იმედი, რომ მოლაპარაკება კერძო და საშუალო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის წარმატებით დასრულდება?
არის შემთხვევების რაოდენობა, რომელიც დაკმაყოფილდა და რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მაგრამ ესეც კარგია, რადგან გამოინახა კომპრომისული ვარიანტები და შეთანხმება მოხდა სახემწიფოსა და კერძო სექტორს შორის და არის რა თქმა უნდა საკითხები, რომელიც გრძელდება, არის საკითხები, რომელიც არ კმაყოფილდება, გააჩნია მოთხოვნას.
-მესმის, ყველაფერი ვერ გამოვა ისე, როგორც კერძო სექტორს უნდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თქვენი აპარატის როლიც, რომელიც არის ერთგვარი ხიდი კერძო სექტორსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. ყველაზე მეტი პრობლემა საშუალო და მცირე ბიზნესთვის არის კომუნიკაციის, ხმის მიწვდენის, რომელიც ხერხემალია მთლიანად ჩვენი ეკონომიკის. მსხვილ ბიზნესს ეს პრობლემა არ აქვს, როგორც წესი, მათ აქვთ სათანადო კომუნიკაცია, ურთიერთობები, შესაძლოა, ლობისტებიც ჰყავთ, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესს აქვთ პრობლემა და თქვენი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სექტორის დახმარების მიმართულებით.
ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ ვფარავთ საქართველოს მთელ რეგიონს ცნობადობის კუთხით, რომ მოგვმართონ, აქტივობის კუთხით ბოლო პერიოდში გამოვლენილია მცირე და საშუალო მეწარმეების მომატებული აქტივობა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს საწარმოები, რომლებმაც არ იციან ჩვენი არსებობის შესახებ. დროდადრო გვიკავშირდებიან ცხელ ხაზზე და გვეკითხებიან, რა არის ჩვენი უფლება -მოსილებები. ამ ნაწილში ვცდილობთ, რომ საინფორმაციო კამპანია ვაწარმოოთ და გავზარდოთ ცნობადობა და რა საჭიროებები დგას ჩვენი ინსტიტუტის კუთხით და როგორ შეგვიძლია, მცირე და საშუალო მეწარმეებს დავეხმაროთ.
კომუნიკაციის პრობლემას რაც შეეხება, მეტ-ნაკლებად ეს ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია, ჩვენთან არ არის მარტო, თუმცა ჩვენი ოფისი ცდილობს მაქსიმალურად და ვინც კი გვიკავშირდება ცხელ ხაზზე და რაიმე პრობლემაზე ინფორმაციას მოგვაწვდის , ჩვენი კომპეტენცია რომც არ იყოს, ვცდილობთ, დავაკავშიროთ იმ უწყებებს, ვისი კომპეტენციაც არის.
-თქვენს ანგარიშში 72% განაცხადების არის თბილისიდან, მესმის, რომ მოსახლეობის რაოდენობითაც და ეკონომიური აქტიურობის მხრივ თბილისი და აჭარა გამორჩეულია, შემდეგ მოდის იმერეთი და შემდეგ კი რეგიონების მიხედვით განაცხადების რაოდენობაც იკლებს, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო და ჩვენ, როგორც მედია შევეცდებით, რომ ამ მიმართულებით დაგეხმაროთ, რომ საქართველოში უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ საქართველოში არსებობს ბიზნესომბუსმენი, რომელიც მზადაა კერძო სექტორს დაეხმაროს, მინიმუმ კომუნიკაციაში სახელმწიფო უწყებებთან.
შარშანდელი წელი განსაკუთრებულად მძიმე იყო. ყველა პრობლემა ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა, მით უფრო კორონავირუსის აქტიური შემთხვევები არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, არის საუბრები, რომ ნოემბრიდან შესაძლოა, იყოს ლოკდაუნი.
თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად იგეგმება ბიზნესის ჩაკეტვა, ან რაიმე შეზღუდვების დაწესება. შესაბამისად ხომ არ განიხილება დახმარების პაკეტები.
ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია ტრიალებს მედია-საშუალებებში და სოციალურ ქსელში, მოგეხსენებათ, ჩვენი აპარატი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, მათ შორის გახლავართ მე და მე ვერ დავადასტურებ ამ ეტაპზე, რომ იგეგმება გარკვეული შეზღუდვები და ა.შ. ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იმართება, გარკვეული კუთხით არის შემთხვევების მატება, მაგრამ ჩაკეტვებს სჯობს, ყველას მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად ავწიოთ ვაქცინაციის ტემპები. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ეკონომიკისთის.
ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციის ვალიდურობას ჩაკეტვებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კარგია, რომ არის ქვეყანაში ის სიტუაცია, რომ არ არის მკაცრი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა საჭირო.
-მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ბიზნესსაც ჰქონდეს გარკვეული ინიციატივები, ცალკეული შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა გარკვეული კამპანიები აწარმოეს, საკუთარ თანამშრომლებში, მით უფრო ისეთ ბიზნესებში, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვთ მომხმარებლებთან და მოქალაქეებთან და უფრო მეტი საფრთხეა, რომ მათი საშუალებით დამატებით გავრცელდეს კორონავირუსი.
თუ იგეგმება იმ ბიზნესების წახალისება, რომელთა თანამშრომლების დიდი რაოდენობა ვაქცინირებულია, რომ ამ მიმართულებითაც ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს.
პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ბიზნესს, იქნება ეს საცალო ვაჭრობა თუ მსხვილი მრეწველობა, რომლებმაც გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ხელს უწყობენ ვაქცინაციის პროცესს წახალისებაში.
შეიქმნა არაჩვეულებრივი პლატფორმა,რომელიც ვაქცინირებულ პირებთან გარკეულ ფასდაკლებით მომსახურებას გულისხმობს. ანუ სხვადასხვა შეთავაზებებია ბიზნესის ნაწილში.
კარგი იქნება, რომ მათ შეუერთდეს სხვა ბიზნესებიც, რომლებიც ამ პროცესში ჯერ არ არიან ჩართული.
რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესისთვის ამ შეღავათებს, მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს სარესტორნო და „ჰოსპითალ ბიზნესში“ ე.წ. მწვანე სტატუსის დანერგვა, მოგეხსენებათ, არის გარკვეული კვებითი ობიექტები, რომლებმაც ეს დანერგეს და მართალი გითხრათ, არც ჩვენ და არც თავად ისინი არ ელოდნენ, იმდენად კარგად მუშაობს.
რაიმე დამატებითი ბენეფიტების მოტანას ამ ეტაპზ ეს არ საჭიროებს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ვაქცინაციის ტემპი მოიმატებს ქვეყანაში და გაიზრდება ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. მერე უფრო თამამად და მარტივად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, თუნდაც მაგალითად დროის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც აქვს დღეს კვების ობიექტებს.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე, რამდენად ტოლერანტული იქნება და რამდენად სოლიდური იქნება თავისი ქვეყნის და იმ ბიზნესთან მიმართებით, რომლებიც ოპერირებენ, ამდენ ხალხს ასაქმებენ და რა თქმა უნდა, ქვეყანაში გადასახადებს იხდიან.
