LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ შეიძლება რუსეთის ბაზარი კვლავ დაიკეტოს, მოსავალი კი ძალიან დიდი იყოს“ – რა ფაქტორები გვიშლის ხელს მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებაში / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

როგორც უკვე იცით, რადიო „ფორტუნა“ და „ბიზნესკურიერი“ ეთერს მცირე და საშუალო მეწარმეებს, მათ წარმატებებს და პრობლემებს დაუთმობს. ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რაც მცირე ბიზნესს აქვს. დღეს კი სტუმრად მოვიწვიეთ ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს სექტორს, განსაკუთრებით აგრარულ ნაწილში. გადაცემის სტუმარია ნინო ზამბახიძე – საქართელოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

 

რა პრობლემები წარმოშვა პანდემიამ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებში, მცირე და საშუალო მეწარმეებში

სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანებს თავიანთი ბიზნესი სხვანიარად ჰქონდათ გათვლილი.  2018 -19 წელი ძალიან კარგი წელი იყო სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის. ბევრი ტურისტი შემოვიდა ქვეყანაში. შესაბამისად ფერმერული სექტორი მოემზადა, უფრო მეტი პროდუქტი აწარმოეს და როდესაც პანდემია დაიწყო, ვნახეთ, რომ სარეალიზაციო ბაზარი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.

დიდი გამოწვევა იყო მათთვის ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა.  პირველ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა ჩაიკეტა, მათ არ ჰქონდათ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიც არის მექანიზაცია.

გავაკეთეთ კვლევა ფერმერებში, რა იყო კოვიდისგან მიღებული შუალედური და გრძელვადიანი გამოწვევები და გაირკვა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ისევ და ისევ იყო სარეალიზაციო ბაზარი. როდესაც რეგიონები დაიკეტა და სტუმარ-მესპინძლობის სექტორი აბსოლუტურად გაჩერდა, შესაბამისად მათ პროდუქტის რეალიზება ვეღარ მოახერხეს.

 

დაიწყო თუ არა კრიზისიდან გამოსვლა მცირე ბიზნესმა

 

ჩვენ, როგორც ფერმერთა ასოციაციას, კომუნიკაცია გვქონდა ყველა მწარმოებელთან და ვეცადეთ, რომ სუპერმარკეტის ქსელებისთვის ქართული პროდუქციის მიწოდება უზრუნელყოფილი გაგვეხადა.

ძალიან კარგი იყო მათი ინიციატივა, როდესაც ფერმერებს დახმარება გამოუთქვეს, ასე თუ ისე სტუმარ-მესპინძლობის სექტორმა გაიღვიძა და ფერმერებს აქვთ პროდუქტის რეალიზების საშუალება.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი მაჩვენებელი იყო ექსპორტის, განსაკუთრებით ხილის კუთხით. ჩვენდა სამწუხაროდ ხილის ექსპორტის გაზრდა, კვლავ რუსეთის ბაზრის წყალობით მოხდა. სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი დივერსიფიცირებულ და ევროკავშირისა და ამერიკის ბაზრებს.

ამ ეტაპზე ფერმერებისგან პრობლემა, რომ მათ პროდუქტის რეალიზება ვერ მოახდინეს, არ ყოფილა. პირიქით, უპრეცენდენტოდ მაღალი თანხებიც გადაიხადეს შემსყიდველებმა და რუსეთის ბაზარზე მიდიოდა მათი გატანა. თუმცა, მე თუ მკითავთ, ეს არის მოკლევადიანი ინექცია,  ხვალ შეიძლება რუსეთის ბაზარი კვლავ დაიკეტოს. მოსავალი კი ძალიან დიდი იყოს.

ცნობილია, რომ დონორმა ორგანიზაციებმა ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ერთ-ერთი იყო მრავალწლიან პროდუქტებზე განხორციელებული პროექტი – „დანერგე მომავალი“, შარშანდლიდან ვიმკით იმ მოსავალს, რომელიც დავთესეთ და შესაბამისად ახლა უფრო დიდი გამოწვევები იქნება, თუ ბაზრის დივერსიფიცირება არ მოხდა და ასევე თუ არ მოხდა სამაცივრე შემნახველი სამაცივრე მეურნეობების უზრუნველყოფა.

ახლა ეს პრობლემა არ დგას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პრობლემა დადგება, იმიტომ რომ პირველ რიგში ხარისხია მნიშვნელოვანი და თუ ჩვენ გვინდა, დივერსიფიცირებული ბაზარი და მდგრადობა, მაშინ ჩვენ უნდა აქცენტი ხარისხზეც უნდა გავაკეთოთ.

 

ხარისხი და განათლება პირდაპირპროპორციულია ერთმანეთთან

 

თუ ქვეყანაში პროფესიული განათლება არ იქნება და არ უზრუნველვყავით ის გამოწვევები, რაც დღეს ფერმერებს აქვთ, გაგვიჭირდება განვითარებულ სოფლის მეურნეობაზე საუბარი.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომ გაიგოს და მოუსმინეს კერძო სექტორს, რომ გაიგოს, რა პრობლემები აქვს მას.  და რა შეუძლია სახელმწიფოს თავის კომპეტენციიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედმეტი ჩარევის გარეშე, მნიშვნელოვანი რამ  გააკეთოს მცირე ბიზნესისათვის.

რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ბაზრის დივერსიფიცირება, რადგან კარგად ვიცით რუსული პოლიტიკის დამოკიდებულება ქართულ პროდუქციასთან. როცა მათ დასჭირდებათ, მიზეზების ძებნაში დიდხანს არ დახარჯავენ დროს, იმისთვის, რომ დაიწუნონ ქართული პროდუქცია ღვინიდან და მინერალური წყლებიდან მოყოლებული და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირისა და სხვა ბაზრები გაიხსნას.

 

ჩინეთის ბაზარიც ძლიერდება. რამდენად შეეხება ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ღვინის გარდა?

ძალიან გაგვიჭირდება, რომ კონკურენცია გავუწიოთ დიდ მწარმოებლებს, როგორებიც არიან ვთქვთ თურქეთი და ჩილე.

ჩინეთიც ძალიან დიდი მწარმოებელია სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების.

ამიტომ ექსპორტის კუთხით ძალიან ცუდად გვექნება საქმე, ალბათ უფრო ღვინოზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ბიოწარმოებაზე, რადგან ორგანული პროდუქტი მოთხოვნადია და ძალიან ძნელია, როდესაც 60-70 % ექსპორტზეა დამოკიდებული, იმპორტზე ისაუბრო.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რაც ეხება სასურსათო უსაფრთხოებას:

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს და შექმნას სასურსათო უსაფრთხოება, სანამ ექსპორტზე და სხვა ქვეყნებზე ვიფიქრებთ.

როდესაც პანდემია დადგა, სხვადასხვა ქვეყნებმა ექსპორტი შეაჩერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, რომლებიც ექსპორტზე იყო დამოკიდებული, დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით.

რომ არ ყოფილიყო აშშ-ს ხორბალი, ჩვენ ხორბლის დეფიციტის წინაშე დავდგებოდით, როდესაც რუსეთმა და ყაზახეთმა ექსპორტი შეზღუდეს და რიგ შემთხვევაში კვოტები დააწესეს.

ამიტომ ჩვენ პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ და რა თქმა უნდა, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმპორტიც და ექსპორტიც უნდა არსებობდეს.

მაშინ როცა  საკუთარი წამოება არ გვაქვს, ხარისხის პრობლემა გვაქვს, განათლება არ გვაქვს, თანამედროვე ტექნოლოგია არ გვაქვს, –  ძალიან რთულია, იმაზე ფიქრი, რომ გავიტანოთ პროდუქტი ჩინეთში.

ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, უნდა მოვემზადოთ. ახლა გაერთიანებულ საემიროებთან დაიწყო ძალიან მჭიდრო მოლაპარაკება და არ გამოვრიცხავ, რომ მათთანაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვქონდეს და ძალიან სწრაფად გადაიდგას ეს ნაბიჯები,

მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ვართ ამისთვის მზად.

შესალებლობები ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს. ჯერ მგონია, რომ სასურსათო უსაფრთხოებაა კრიტიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ისევ რუსეთის ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული და რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ ისეთი პროდუქტის ექსპორტზე, სადაც მოგება მაღალია.

ძალიან გაგვიჭირდება, რომ კონკურენცია გავუწიოთ დიდ მწარმოებლებს. მნიშვნელოვანია, რომ თუ ნიშა იქნება – უნდა იყოს აქ გადამუშავებული პროდუქტი, სადაც მოგების მაღალი მარჟაა, ან უნდა იყოს ბიომიმართულება, რაც რეალურად გაკეთებადია. თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობაა, რაც აუცილებლად უნდა შერულდეს.