რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია – რა გახდა “ნამახვანჰესის” პროექტის გაჩერების მიზეზი და როგორ უზრუნველვყოფთ მზარდ მოთხოვნას?
“ბიზნესკურიერში” გიორგი კეპულაძის სტუმარია გივი ადეიშვილი, IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
საქართველოს უზრუნველყოფას წლიურად 12,1 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიით სჭირდება. ამ ოდენობას ქვეყანაში არსებული გენერაციის ობიექტები ვერ გამოიმუშავებენ და დეფიციტის დასაფარად იმპორტი ხდება საჭირო. მოხმარების ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ელექტროენერგიის შემოტანა გვიწევს და შესაბამისად, მეტ ფულს ვიხდით. იმპორტისთვის გადახდილი თანხის დიდი ნაწილი რუსეთში ირიცხება, რომელიც 2021 წელს ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი გახდა. შარშან იმპორტირებულ ელექტროენერგიაში საქართველომ $59 მილიონი გადაიხადა, ამ თანხის 38% კი რუსეთში წავიდა.
წელს ქვეყანას უკვე 1.7 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის ყიდვა დასჭირდა და აქედან თითქმის 60% რუსეთიდან შემოვიდა. რუსეთიდან იმპორტმა ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია, რაც საკმაოდ დიდი რისკია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
ამ ფონზე კი გაჩერდა ერთ-ერთი მსხვილი პროექტის „ნამახვანჰესის“ მშენებლობა და ინვესტორმა, კომპანია “ენკამ” უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე.
რატომ აღარ არის საქართველოს მიმზიდველი ქვეყანა ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის და როგორ უნდა გადავჭრათ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის საკითხი? ამ თემაზე ჩვენ ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, გივი ადეიშვილს ვესაუბრებით.
რა გახდა „ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერების მიზეზი? გამოიწვია იმ პროტესტმა, რაც იყო, თუ საბოლოო ჯამში შეიძლებოდა მისი გაგრძელება?
ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც პოლიტიკურ სფეროში შეიჭრება და პოლიტიკურ ველში შევა, უკვე სახიფათოა. არც ერთ ინვესტორს არ სურს „პოლიტიკურ ბატალიებში“ მონაწილეობის მიღება. შესაბამისად იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც შეექმნა ინვესტორს და როგორ ჭიდილშიც იყო ის არსებულ გარემოსთან, ერთის მხრივ ნამახვანის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან და მეორეს მხრივ პოლიტიკოსებთან დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, მიიღო გადაწყვენტილება, გასულიყო პროექტიდან და წლებით არ გაჭიანურებულიყო პროექტი და შემდეგ უკვე გაურკვეველ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო გაწეული დანახარჯები. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო ინვესტორის მხრიდან. მთავარია, ჩვენ ვიფიქროთ, ეს რამდენად დააზიანებს ჩვენ ქვეყანას, იგივე ფინანსური სანქნციების თვალსაზრისით.
როდესაც მსხვილი ინვესტორი გადის ქვეყნიდან, ან აღარ ანხორციელებს თავის პროექტს, რამდენად იმოქმედებს საინვესტიციო გარემოზე
საინვესტიციო გარემოს შემცირება კომლექსური საკითხია და კონკრეტულად ერთ სიგნალზე არ არის დამოკიდებული.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთების სიმარტივე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიმარტივე არ უნდა იყოს ისეთი, რომ შემდეგ მან პროცესში პორობლემები შექმნას.
იგივე „ნამახვანჰესის“ მაგალითი რომ ავიღოთ. ენკამ მიიღო თანხმობა, რომ ჰესი აეშენებინა და აღმოჩნდა, რომ ეს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის თემა, რომ მშენებლობა არ იყო მოსახლეობასთან შეთანხმებული, გაურკვევლობა ჩატარებულ კვლევებთან – ამ საკითხებმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა საზოგადოებაში.
თუ საზოგადოება აღნიშნული პროექტისთვის მზად არაა და გარკვეულ პროტესტს გამოხატავს, ეს თავიდანვე შესწავლილი უნდა იყოს.
რა დადებითი შეიძლება მოგვიტანოს პროექტმა და რა საფრთხეებს შეიცავს. რა კეთდება აღნიშნული საფრთხეების გასანეიტრალებლად?
ამ მიმართულებით ხელისუფლებას მეტი მუშაობა მართებს.
მეტი საუბარია საჭირო საზოგადოებასთან და განმარტება- პროექტი რატომ კეთდება.
საინვესტიციო პაკეტები უნდა არსებობდეს, სადაც ინვესტორს ნაკლები კითხვის ნიშნები დაებადება და პროცესი მეტად გამჭვირვალე იქნება.
თუ ჩვენ გვექნება გარკვეული შეთავაზებები ინვესტიორებთან და ყველაფერი გარკვეული იქნება, რა სარგებელი მოაქვს ინვესტორისთვის და მოსახლეობისთვის, იქნება შესწავლილი იგივე ჰესის აშენებისას რა რისკები და საფრთხეები არსებობს, ეს უფრო მეტ გამჭვირვალობას შემოიტანს საქმეში და ინვესტორსაც მეტად გარკვეული ექნება, სად ახდენს ინვესტიციას და რა შემოსავლიანობა შეიძლება ჰქონდეს.
მაგრამ ზოგადად საზოგადოება ირჩევს ხელისუფლებას და ის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ მისმა განხორციელებულმა პოლიტიკამ ქვეყანა არ უნდა დააზარალოს.
ანუ ჩვენ ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ არჩევნებზე, საარჩევნო ყუთებთან.
და მერე იმ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოსაც და ჩვენს ეკონომიკასაც.
მეტი ინფორმაციია საჭირო. გადაწყვეტილება, რომ აქ მოდის მდინარე და მოდი ავაშენოთ ჰესი – ამით შენ ინვესტორს ქვეყანაში ვერ შემოიყვან.
ასევე ვერ შემოიყვან ინვესტორს იმ ქვეყანაში, როდესაც ლარის კურსი უფასურდება.
თუ მან იცის, რომ ინვესტიცია დაუჯდება 100 მილიონი დოლარი და უნდა ელოდოს 10 %-მდე სარგებელს და არ ეცოდინება ვთქვათ ხუთი წლის შემდეგ სარგებელი მის გაღებულ ხარჯებს გაისტუმრებს თუ არა.
ეს გარკვეული რისკია. ადრე არსებობდა ე.წ. „გარანტირებული შესყიდვის“ ხელშეკრულებები, რომლებიც ინვესტორს აძლევდა გარანტიას, რომ გარკვეული გენერაციის პირობებში მიიღებდა გარკვეულ თანხას, რომელსაც მოახმარდა თავისი გენერაციის ობიექტს და გაისტუმრებდა დანახარჯებს.
ლარის კურსის გაუფასურებემაც გააჩინა საფრთხე, რომ შემცირდა შემოსავლები განხორციელებულ ინვესტიციებზე.
როგორ ვაკმაყოფილებთ და ვუზრუნველყოფთ ელექტროენერგიაზე მზარდ მოთხოვნას? როგორ შეიძლება, შევამციროთ რუსეთზე დამოკიდებულება?
დღეს ამ კუთხით სიტუაცია გაუარესებულია. რუსეთზე დამოკიდებულება, იგივე ენერგეტიკის სფეროში გაზრდილია.
ეს შეგვიძლია შევასრულოთ მხოლოდ ახალი გენერაციის გაზრდის ხარჯზე, მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წყლის რესურსი, რომელიც არის განახლებადი ენერგია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით უფრო მეტი ინვესტიციებია საჭირო და უფრო მეტი გენერაციის ობიექტების აშენებაა საჭირო.
ასევე ქარის და მზის სადგურები საკმაოდ საინტერესოა. ისინი მნიშვნელოვნად ვერ განვითარდება, თუ ჩვენ არ გვექნება დიდი რეზერვუარის მქონე ჰესები.
შესამბამისად საკმაოდ კომპლექსდური საკითხია და უნდა განვითარდეს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურები და ასევე უნდა განვითარდეს განახლებადი ელექტროენერგიები.
ამისთვის საჭიროა, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა უფრო მეტი დოზით, ვიდრე დღეს გვაქვს.
ხელშეწყობაში არ იგულისხმება, რომ სახელმწიფომ რაღაც უნდა დაასუფსიდიროს. უნდა იყოს შემუშავებული თამაშის წესები, რომელიც ეცოდინება, როგორც ადგილობრივ ინვესტორს, ასევე უცხოელ ინვესტორს და ზუსტად ეცოდინება, რა თამაშის წესებით ოპერირებს და შემდეგ პროცესში რაღაცეები არ შეეცვლება.
და რაც მთავარია, ეს თამაშის წესები მოსახლეობასაც ეცოდინება.
ეცოდინება, რომ განხორციელებული პროექტით, ეკოლოგიას ნაკლები საფრთხე არ ექნება და ქვეყანა მეტ სარგებელს მიიღებს.
დიდი ჰესების მშენებლობის დროს ყოველთვის წამოიწევს ხოლმე ეკოლოგიისა და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემები და როგორც წესი, ეს პრობლემები ადვილად არ იჭრება ხოლმე სულ რჩება, კითხვის ნიშნები ყოველთვის რჩება.
მოქალაქეებს შესაძლებელია, მარტივად ავუხსნათ, რა სარგებელი მოაქვს, აზიანებს თუ არა საერთოდ გარემოს კონკრეტული ჰესი.
კომუნიკაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები, გამოსწორდება.
