მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მის განვითარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური ზრდაც.
პანდემიამ ყველაზე მეტი პრობლემა, სწორედ ამ სეგმენტს შეუქმნა.
ბევრი კომპანია გაუქმდა, ბევრიც ვალდებულებებით დატვირთული აგრძელებს საქმიანობას.
რადიო „ფორტუნამ“ და „ბიზნესკურიერმა“ მივიღეთ გადაწყვეტილება, კვირაში 2 დღე დავუთმოთ ამ თემაზე საუბარს, მოვიწვიოთ წარმარტებული ბიზნესმენები რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ დამწყებ და მცირე მეწარმეებს, მოვიწვევთ სტატრაპებსაც.
გვაინტერესებს, რა პრობლემები და გამოწვევები აქვთ მათ. რა სჭირდებათ და რა უნდა გაკეთდეს.
პირველ გადაცემაში ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს მცირე ბიზნესის პრობლემებს და გამოწვევებს – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე ბიზნესის საკონსულტაციო პროგრამების მენეჯერი სევერიან ღვინეფაძე შემოგვიერთდება, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიზნესის პულსაციაზე უდევს ხელი.
რა გამოწვევები აქვს დღეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს პანდემიიდან გამომდინარე
მცირე და საშუალო ბიზნესებს ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა პანდემიამდეც და პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა კონკრეტული საკითხები და საჭიროებები.
გამომდინარე იქიდან, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები შეადგენს ქართული ეკონომიკის თითქმის 95 %-ს და ქართული კომპანიების უმეტესობა საქართველოში მიეკუთვნება მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიას, ბუნებრივია, რომ ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ისე ქვეყნის მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდ ნაწილთან არის დაკავშირებული.
პრობლემები შეიძლება ასე შევაჯამოთ:
ეს არის რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა – იგულისხმება როგორც ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ასევე ცოდნაზე და გამოცდილებაზე.
გასაგებია, რომ დიდი წილი იმ ბიზნესებისა, რომელებიც ოპერირებენ ქართულ ბაზარზე, ესენი არიან თვითნასწავლი ბიზნესმენები. არ არის დასაძრახი ის ამბავი, რომ ამ ხალხს არ აქვს თეორიული, აკადემიური ცოდნა იმ ყველაფრის, რასაც აკეთებენ.
გასაგებია, რომ რაღაც ეტაპზე სხვადასხვა ტიპის პრობლემა იჩენს თავს – მათ შორის, მაგალითად როგორიც არის მარკეტინგი და ფინანსური მენეჯმენტი. მცირე და საშუალო ბიზნესს ბუნებრივია, უჭირს, რომ დაიქირავოს საუკეთესო ფინანსისტი, მარკეტერი, ან ტექნოლოგი იმის გამო, რომ მას არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა.
ასე შევაჯამებდი იმ პრობლემებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე დგას.
ახსენეთ რესურსებზე, ანუ ფინანსებზე ხელმისაწვომობა, თქვენ წარმოადგენთ იბიარდის მსხვილ ინვესტორს საქართველოში, ევრობანკს, რომლებიც გამოირჩევა პროექტებით ამ მიმართულებით. როგორ უწყობთ თქვენ დღეს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესს, იმ მიმართულებით, რომ მათ პანდემია დაძლიონ.
ხდება ეს ქართული კომერციული ბანკების გავლით, თუ პირდაპირი დაფინანსების პროგრამებიც არსებობს?
„იბიარდი“, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, ეს არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია. ჯამური პორტფელი ჩვენი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე 3 მილიარდ ევროს უტოლდება.
ბუნებრივია, ამ პორტფელში დიდი ნაწილი მოდის მცირე და საშუალო ბიზნესზე. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გვაქვს საკმაოდ კარგი შეთავაზებები, საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ, როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური პროდუქტების მიმართულებით.
მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საინტერესო შეთავაზებებიდან გამოვყოფდი რამდენიმე მიმართულებას.
ეს არის ევროკავშირისა და ევრობანკის საკრედიტო ხაზი, ის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მსესხებლისთვის აქვს სარგებელი, რომლის მიხედვით 5-დან 15%-მდე ქეშბექი, ანუ ამ თანხის დაბრუნება შეუძლია მსხეხებლებს, იმ შემთხვევაში თუ პროექტი პასუხობს გარკვეულ მოთხოვნებს. ქეშბექის ნაწილი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ჩვენ ვაძლევთ ბანკებს საკრედიტო რესურსს, ხოლო ქეშბექის ნაწილი უზრუნველყოფილია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.
ამ წუთისთვის პარტნიორი ბანკები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროგრამაში, არიან საქართველოს ბანკი და პროკრედიტ ბანკი. თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბაზარზე სხვა მოთამაშეებთანაც და დროდადრო დაგვემატება ახალი მონაწილეები. შესაბამისად მოხარული ვიქნებით, ამის შესახებ ბაზარსაც მივაწოდოთ ინფორმაცია.
ეს პროდუქტები გაიცემა ქართული ბანკების მიერ ანუ პარტნიორი ბანკების მიერ, ამიტომ პირობების დაზუსტება და ყველა დეტალის შეთანხმება ჩვენ პარტნიორ ფინანსურ ორგანიზაციებში ხდება.
ეს პროდუქტი გარდა ქეშბექისა იმითაც არის მიმზიდველი, რომ ნებისმიერ ვალუტაში შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესს აიღოს სესხი.
ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ ქართულ ვალიუტაში სესხების გაცემას.
ლარში სესხის აღებისას სავალუტო რისკებიდან უფრო მეტად დაცულები იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები.
ალბათ,განსაკუთრებული პრობლემები რეგიონებშიც შეექმნათ ამ მიმართულებით, ფინანსური დაფინანსება რეგიონების მიმართულებითაც თუ არის გათვალისწინებული?
პროექტი გამიზნულია ყველა კომპანიისთის, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის ბიზნესი დარეგისტრიტრებული და სად აწარმოებს თავის ბიზნესსაქმიანობას – იქნება ეს თბილისში, თუ ნებისმიერ სხვა ქალაქსა თუ სოფელში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ არსებული პორტფელი. ეს პროდუქტიც გამოიყენება ქართულ ბანკებთან პარტნიორობით. ამ შემთხვევაშიც გვყავს ისევ ორი პარტნიორი ბანკი, თუმცა მესამეც დამატების პროცესშია. მესამე მოთამაშე მალე გამოჩნდება ბაზარზე.
ეს გულისხმობს, რომ ჩვენ გვიჭირს ინდივიდუალურად ყველასთან მუშაობა. ჩვენი გუნდის რესურსებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეზღუდულები ვართ და ფიზიკურად ვერ გავწვდებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს, თანაბრად მივაქციოთ ყურადღება და თანაბრად დავუთმოთ დრო. ამიტომ ამ პროდუქტის მიმზიდველობა და მომხიბვლელობა იმაში გახლავთ, რომ ქართული ბანკები განიხილავენ დაფინანსების პროექტებს და შემდეგ „იბიარდი“ 50 %-ის მონაწილეობით შედის ამ პროექტში. ამიტომ ვიზიარებთ ქართული ბანკების რისკებს და ყველა სხვა შესაბამის ხარჯებს 50 %-ით. ეს იმიტომ არის მიმზიდველი ქართული კომპანიებისთვის, რომ უფრო სწრაფად ხდება განხილვა. განხილვის დრო გაცილებით უფრო მოკლეა და შესაბამისად პროექტის დაფინანსება უფრო სწრაფად ხდება.
არაფინასური დახმარება და დახმარება, რომელსაც იბიარდი ახორციელებს საქართველოში
ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის საფინანსო საინვესტიო მიმართულებები, თუმცა არანაკლებ მნიშვნელვანია საკონსულტაციო მიმართულება, რომელსაც „იბიარდი“ ავითარებს უკვე დიდი ხანია. 2003 წლიდან არის საქართველოში წარმოდგენილი მცირე და საშუალო ბიზნესისი წარმოდგენის კუთხით, რომელიც ერთის მხრივ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს არსებული გამოწვევების გადალახვაში.
და მეორეს მხრივ ეხმარება ქართულ საკონსულტაციო ბიზნესებს იმაში, რომ განვითარდნენ და დახვეწონ თავიანთი ცოდნა და უნარები, მეტი პრაქტიკა შეიძინონ და შეძლონ უკეთესი ხარისხის სერვისის შეთავაზება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამკვეთებისთვის.
გადაცემის დასასრულს სევერიან ღვინეფაძემ აღნიშნა, რომ „ყველა ბიზნესმენმა, (ბევრმა მაინც) რომ გაიგოს იმის შესახებ, თუ რა კეთდება და რა შესაძლებლობებს აძლევენ მათ ევროპული და ადგილობრივი კომერციული ბანკები ადგილობრივ ბაზარზე, მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა.
