LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში ჟესტების ენა სკოლებში უცხო ენად ისწავლება

118
ქირიას NEWS შაბლონი (10)

ავსტრიაში მოსწავლეებს ჟესტების ენის არჩევა უცხო ენად უკვე შეუძლიათ. 2026/27 სასწავლო წლიდან ჟესტების ენა (ÖGS) ქვეყნის სკოლების ზედა საფეხურზე მეორე უცხო ენის სტატუსით ისწავლება.

ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ÖGS-ის არჩევა შეეძლებათ ისეთ ენებთან ერთად, როგორიცაა ინგლისური, ფრანგული და იტალიური. საგნის არჩევა სავალდებულო არ არის და მისი შეთავაზება კონკრეტული სკოლისა და განათლების შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ჟესტების ენის სწავლა ავსტრიის სკოლებში სრულიად ახალი ინიციატივა არ არის. 2025 წლიდან ÖGS-ის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშიც არის გათვალისწინებული, ხოლო ახალი რეგულაციები მის სწავლებას უფრო მაღალ საფეხურზეც ავრცელებს.

მოსწავლეებს საგნის სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში მისი ჩაბარებაც შეუძლიათ. 

ავსტრიამ ჟესტების ენა ქვეყნის კონსტიტუციით დამოუკიდებელ ენად 2005 წელს აღიარა. შესაბამისად, სკოლებში მისი უცხო ენად დამატება, საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გადაწყვეტილება ასევე ინკლუზიური განათლების განვითარებას ემსახურება. ავსტრიის სკოლებში ÖGS-ის სწავლა ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, არამედ იმ მოსწავლეებისთვისაც, ვისაც ამ ენის შესწავლა სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები