LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW ყველაზე დიდ კროსოვერს და კომპაქტურ ელექტრომობილს გამოუშვებს

116
ქირიას NEWS შაბლონი (1)

BMW-მ სამომავლო სამოდელო სტრატეგიის შესახებ ახალი დეტალები გაამხილა. კომპანია რამდენიმე ახალ ავტომობილზე მუშაობს, მათ შორის კროსოვერზე, რომელიც ზომით ამჟამინდელ BMW X7-საც გადააჭარბებს და კომპაქტურ ელექტრომობილზე, რომელიც ევროპულ ბაზარზე გამოვა.

BMW-ს ინფორმაციით, ახალი, განსაკუთრებით დიდი კროსოვერი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის შეიქმნება. გადაწყვეტილების მიზეზი პრემიუმ კლასის კროსოვერებზე აშშ-ში მაღალი მოთხოვნაა. BMW-ს ამერიკული საწარმო სპარტანბურგში სრული დატვირთვით მუშაობს, რის გამოც კომპანია ამ სეგმენტის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ახალი მოდელი X7-ზე დიდი იქნება და ამერიკელი მომხმარებლების მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

ამ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები და ზუსტი სახელწოდება BMW-ს ჯერ არ გაუმხელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი კროსოვერი კომპანიის ამერიკულ სტრატეგიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

ევროპისთვის BMW სრულიად განსხვავებულ სიახლეს ამზადებს – კომპაქტურ ელექტრომობილს, რომელიც Neue Klasse-ის პლატფორმაზე აიგება. კომპანია მას ამ ოჯახში ყველაზე ხელმისაწვდომ ელექტრომობილად განიხილავს. ახალი მოდელის დებიუტი 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ მოდელს ჩაანაცვლებს ახალი ელექტრომობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ის ამჟამინდელი 1-ელი სერიის მემკვიდრე გახდება, თუმცა არსებობს სხვა სცენარიც – ახალი ელექტრომობილი შესაძლოა ბენზინის ვერსიასთან პარალელურად იწარმოებოდეს, დაახლოებით ისე, როგორც ახალი BMW 3 სერია და ელექტრო i3.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები