LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ფარულად დაქორწინდნენ? – წყვილის უახლესი გამოჩენა

164
page

ბრედლი კუპერმა და ჯიჯი ჰადიდმა ქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორები კიდევ უფრო მეტად გაამძაფრეს. წყვილი პარიზში ერთად გამოჩნდა და ორივეს მარცხენა ხელის არათითზე ოქროს ბეჭედი ეკეთა.

ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი გაიპარნენ – ახალი დეტალები წყვილის ქორწინების შესახებ

კუპერი და ჰადიდი შაბათს საღამოს პარიზში, ვახშმიდან გამოსვლისას გადაიღეს. ჯიჯიმ ოქროს ბეჭდი გამოაჩინა, რომელიც ზუსტად იმ თითზე ეკეთა, რომელსაც ტრადიციულად საქორწინო ბეჭდისთვის იყენებენ.

ტაბლოიდებმა კომენტარისთვის ორივე ვარსკვლავის წარმომადგენლებს მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

51 წლის ბრედლი კუპერი და 31 წლის ჯიჯი ჰადიდი ქორწინდებიან

ცნობისთვის, მსახიობმა მოდელს ხელი გასული წლის დეკემბერში სთხოვა. ისინი ერთმანეთს 2023 წლის ოქტომბრიდან ხვდებიან. მიმდინარე წელს მათ ურთიერთობა უფრო საჯარო გახადეს და ერთად დაესწრნენ ისეთ დიდ ღონისძიებებს, როგორებიცაა Met Gala და ტეილორ სვიფტის ქორწილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები