20 სექტემბერი იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის დაბადების დღეა. მსახიობი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილოცვებს იღებს, მათ შორის საქართველოდან.
მსახიობის ქართველი რძალი, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დაბადების დღეს ვულოცავ მარადიული სილამაზის, სიძლიერისა და ნიჭიერების სიმბოლოს, ჩვენს უძვირფასეს ქალბატონ სოფიას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას!
P.S. უამრავი თბილი წერილი და მილოცვა შემოდის მის სახელზე, აუცილებლად პირადად გადავცემ მას ქართველი ხალხის უსაზღვრო სიყვარულსა და თქვენს თითოეულ კეთილ სურვილს “, – წერს მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
