მზე დღეს იმყოფება დისციპლინირებულ, ორგანიზებულ, შეუპოვარ, სისუფთავისა და წესრიგის დიდ მოყვარულ ქალწულში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს ყველაზე ოპტიმისტ, ფრიად კეთილშობილ, გონებამახვილ მშვილდოსანში. ეს ტენდენციები უფრო მეტად გამოვლინდება დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში.
დღის რეკომენდაციები:
ყურადღებით დააკვირდით მოვლენათა მსვლელობას, შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. მაღალია მოტყუების, კრიტიკის, სარკასტული გამონათქვამების, ურთიერთობების გარკვევისადმი მიდრეკილების გამოვლენა ადამიანებში. თქვენი ქმედებები მაქსიმალურად დაფარეთ და აზრები გაასაიდუმლოეთ. ურთიერთობებში მოიმატებს არტისტიზმი.
კარგი დღეა მოგზაურობისთვის, საჯარო გამოსვლებისთვის საზოგადოების წინაშე, უცხოელებთან კონტაქტისთვის საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, უცხოეთში კაპიტალდაბანდებისთვის.
ამასთან, დღევანდელი დღე ხელს უწყობს სწავლას, იურიდიულ საქმიანობას, ხელშეკრულებების დადებას, პრეზენტაციებს, განცხადებების გამოქვეყნებას, თანამშრომლობას, საზოგადოებრივ აქტიურობასა და მეგობრულ კონტაქტებს. კარგია სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და ექსკურსიებისთვის. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმარი საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.
ჯანმრთელობა:
პოზიტიურია დღე სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ფილტვების, ხელებისა და ბრონქების მკურნალობისთვის. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.
მოერიდეთ დღეს სისხლის გადასხმას ან სისხლის ჩაბარებას, მშენებლობას. მეტად აკონტროლეთ ბავშვები ქუჩაში.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შანსების მოსაზიდად მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, ლაზურიტი და ლალი.
ფერებიდან წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები მეტად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები:
დადებითია ეს დღე ვერძის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.