დღე გეომაგნიტურია (ასევე გეომაგნიტური იქნება ხვალინდელი დღეც). განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, წნევის ცვლილება და ორგანიზმისთვის სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ამიტომ უფრო მეტად აკონტროლეთ წნევის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტები.
ყურადღება მიაქციეთ საღამოს საათებს: 19:10-დან ღამის პირველ საათამდე მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდია. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია მეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. გზებზე განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებსა და ველოსიპედისტებს.
დღის ზოგადი ტენდენციები:
დღე ცოტა კონფლიქტური და ტრავმულ-ავარიულია. კარგი პერიოდია წარსულის გასაანალიზებლად და შესაბამისი დასკვნების გამოსატანად. მოერიდეთ დაუფიქრებელ, დაუსაბუთებელ ქმედებებს. აკონტროლეთ საკუთარი აზრები და ემოციები, რადგან სამყარო გამოცდის თქვენი მიზნების სიმტკიცეს.
მაღალია შურის, ეჭვიანობისა და კამათის ალბათობა, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში – კამათი შესაძლოა ეგოიზმისა და ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოიშვას. მოთმინებით დაელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს საქმესა და ურთიერთობებში. მაღალია საფინანსო შეცდომების დაშვების რისკი, ამიტომ ხელმოწერამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ ნებისმიერი დოკუმენტი.
დღე სასიამოვნო და ხელსაყრელია ვაჭრობისთვის, გაყიდვებისთვის, ხალხური ხელოვნებისა და მისი ნიმუშების შეძენისთვის. ხელს უწყობს ოჯახურ და საგვარეულო ურთიერთობებს, ტრადიციებში დაბრუნებას, ფოტოგრაფიასა და კულინარიას.
მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სესხის აღებასა და დაპირებების გაცემას.
ჯანმრთელობა:
ეფექტურია კბილების, სახსრების, მუხლების, ხერხემლისა და ძვლების მკურნალობა. სასარგებლოა დიეტური კვება.
სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია რაუხტოპაზი, ზურმუხტი, ოპალი, მარჯანი და აქატი.
ტანსაცმელში თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე კარგია ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.