დღეს ე.წ. უკურსო მთვარის პერიოდია, რომელიც ღამის 01:00 საათზე დაიწყება და დილის 9:25 საათზე დასრულდება. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:
ზოგადად, დღე კარგია სწავლისთვის და ასევე მოულოდნელი ინფორმაციის მისაღებად. ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური. უფრო სასარგებლო იქნება საკუთარი ცხოვრების შეფასება და გაანალიზება. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობასა და ახლობლებთან კონტაქტს.
ლომის, სასწორისა და მორიელის ნიშნების წარმომადგენლები დღეს და ხვალ განსაკუთრებით აქტიურები იქნებიან. ამიტომ მათ ეს ჭარბი ენერგია რაიმე საქმიანობით, ფიზიკური ვარჯიშით, სეირნობით ან შემოქმედებითი საქმიანობით უნდა დახარჯონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი ენერგია შესაძლოა არასასურველ აგრესიასა და კონფლიქტებში გადაიზარდოს. თუ ამ ენერგიას ფიზიკური აქტივობით დახარჯავთ, შინაგანად გაცილებით მშვიდად იგრძნობთ თავს.
პარტნიორულ ურთიერთობებში დღეს შესაძლებელი იქნება რთული სიტუაციების მოგვარება. ნუ გადაიღლით თვალებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და სასურველი არ არის დღეს სესხის აღება/გაცემა, ახალი ფეხსაცმლის შეძენა ან ჩაცმა.
ამ პერიოდში ტყუილისკენ მიდრეკილება გაიზრდება, ამიტომ მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ. ასევე ნუ გასცემთ დაპირებებს, რადგან შემდგომში მათი შესრულება შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.
დღე კარგია მოგზაურობისთვის, კულინარიული საქმიანობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, მათ შორის საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე ურთიერთობისთვის. ასევე ხელსაყრელია ფოტოგრაფიისთვის და ქორწინებისთვის.
გაითვალისწინეთ, დღეს ნანახი სიზმრები შესაძლოა უახლოეს მომავალში ახდეს.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება ტერფების, მხედველობის, ლიმფური და ნერვული სისტემები. ამ მიმართულებით ოპერაციების ჩატარება დღეს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის. კვების რაციონში სასურველია მეტი არაჟნის, კვერცხის, თაფლისა და თევზის დამატება, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს გააძლიერებს. მოერიდეთ გარკვეულ დიაგნოსტიკურ პროცედურებსა და ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარებას.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და წარმატების შანსების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია – მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი, მარჯანი და ამეთვისტო. ტანსაცმელში რეკომენდებულია იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი და ფირუზისფერი ტონები. ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
ყველაზე კარგია დღევანდელი დღე მორიელის ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების და ლომის ნიშნებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობასა და დღის სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო იქნება.