LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3639
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება ღამით, 03:37 საათზე და გასტანს საღამოს 21:28 საათამდე. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებასა და კონცენტრაციას, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

ამასთან, დღეს გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ენერგიები გარკვეულ პრობლემებს უქმნის ადამიანების გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა ან წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აკონტროლეთ წნევა, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტები პროფილაქტიკისთვის.

დღეიდან 6 დეკემბრამდე, გონების, ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადადის. ამ ზეგავლენის შედეგად ადამიანების აზროვნებასა და ხასიათში გაძლიერდება ისეთი დადებითი თვისებები, როგორიცაა: მებრძოლი სული, ორგანიზატორული ნიჭი, ძლიერი ინტუიცია და დისციპლინა; პრაგმატული და სტრატეგიული აზროვნება, მიზანმიმართულობა, ნებისყოფა, მოთმინება და მაღალი შრომისუნარიანობა.

ამასთანავე, მოსალოდნელია ნეგატიური თვისებების გაღვივებაც: წყენა, ზედმეტი ეჭვიანობა, სარკასტული გამოთქმები, გადაჭარბებული პირდაპირობა, აგრესია, შურისძიების სურვილი და სიჯიუტე. ეცადეთ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ეს უარყოფითი ტენდენციები.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღეს მაღალია მოტყუების, ცილისწამების, ურთიერთობების ზედაპირულად აღქმისა და საქმეების გარჩევის ალბათობა. ეცადეთ, წვრილმანი კამათი არ გადაზარდოთ სერიოზულ კონფლიქტში და აუცილებლად გაითვალისწინეთ პარტნიორების აზრი. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.

დღე პოზიტიურია კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, ვაჭრობისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ავეჯისა და მუსიკალური ტექნიკის შესაძენად. სასიკეთოა მშენებლობისთვის, მოგზაურობისა და კულინარიისთვის. დღევანდელი სიზმრები ახდება ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.

ჯანმრთელობა:

დღე ეფექტურია სახის, კანისა და თმის მოვლისთვის. მოერიდეთ ხალებისა და პაპილომების მოშორებას, მკვეთრ მოძრაობებს, უჰაერო სივრცეებსა და ორპირ ქარს.

დღის განმავლობაში სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა (ფარისებრი ჯირკვალი) და სწორი ნაწლავი, ხოლო საღამოს საათებში – ფილტვები და ბრონქები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ტოპაზი. ეს ქვები მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებსა და წარმატების შანსებს.

ტანსაცმელში ყავისფერი, ყვითელი, ტერაკოტისფერი, მწვანე და ნაცრისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე ძალიან კარგია კუროსა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები