LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3711
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვალებადობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღეს უკვე მაღალია ინტრიგების, ჭორებისა და პროვოკაციების ალბათობა, ამიტომ ფრთხილად იყავით. შესაძლოა გამოვლინდეს დაბნეულობა ან გულმავიწყობა ზოგიერთ თქვენგანში.

მოერიდეთ დაპირებების გაცემას, სესხის აღებას ან გაცემას და ახალი საქმის დაწყებას. ნუ მიეცემით გადაჭარბებულ ფანტაზიებსა და წარსულზე ზედმეტ ფიქრს, რადგან ამან შესაძლოა განწყობაზე დეპრესიული გავლენა მოახდინოს. არ არის სასურველი ახალი ფეხსაცმლის შეძენა ან ჩაცმა.

დღე ხელსაყრელია ფოტოგრაფიისთვის, კულინარიული საქმიანობისთვის, მოგზაურობისა და გადაადგილებისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, იურიდიული საკითხებისა და სასამართლო პროცესებისთვის.

კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისთვის. ეს დღე ხელს უწყობს კაპიტალის დაბანდებას, საქველმოქმედო საქმიანობას, ქორწინებასა და შემოქმედებით მუშაობას, ასევე შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას.

გაითვალისწინეთ, დღეს ნანახი სიზმრები შემდგომ ახდებიან.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება ტერფები, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში დღეს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.

კვების რაციონში შეიტანეთ მეტად ჭვავის პური, ბოსტნეულის წვნიანი და მოხარშული ხორცი. ეს პროდუქტები ხელს შეუწყობს ორგანიზმის იმუნიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებას.

დღეს მოერიდეთ ანალიზების ჩატარებასა და ექოსკოპიის გაკეთებას.

დღის ფერები და მინერალები:

მინერალებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო. ამ ქვების გამოყენება ხელს შეუწყობს დადებითი კოსმოსური ენერგიებისა და შესაბამისად, ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოზიდვას.

ტანსაცმელსა და ინტერიერში უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერ, ლურჯ და ფირუზისფერ ფერებს. მათი კომბინაცია თქვენს მიმზიდველობასა და შარმს გააძლიერებს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და თევზების ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობასა და დღის სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები